>
პარტნიორები

გაყიდე ქონება

eauction.ge -ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ განათავსონ და გაყიდონ მათთვის საურველი ქონება ინტერნეტ აუქციონის, ინტერნეტ მაღაზიისა და საჯარო აუქციონის საშუალებით მარტივი პროცედურების გავლით. სარეალიზაციო ქონების ჩვენს ვებ გვერდზე განთავსება, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.

სხვა ონლაინ საიტებისგან განსხვავებით eauction.ge მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ განცხადების განთავსებას, არამედ განთავსებული ქონების გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფასაც. მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა eauction.ge - ზე შესაძლებელია ელექტრონული განაცხადის შევსების გზით; მის უშეცდომოდ შევსებაში აპლიკანტს

დაეხმარება სააგენტოს მიერ შექმნილი აუქციონის სახელმძღვანელო. შემოთავაზებული სერვისი საშუალებას აძლევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხანგრძლივი და არაავტომატიზებული პროცედურების გარეშე გასაყიდად გამოიტანონ მოძრავი და უძრავი ქონება, ნებისმიერ დროს, ნებისმერი რაოდენობით.

ასევე შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ცხელ ხაზზე ტელ: 1420

განათავსეთ და გაყიდეთ სასურველი ქონება მარტივად და თქვენთვის ხელსაყრელ ფასად!