>
პარტნიორები
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
18 / 7 / 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა.

დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით  გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერადი აღნაგობის უფლების საზღაური შეადგენს 1 ლარს, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/განვითარების საინვესტიციო პროექტს და რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

მეწარმე სუბიექტის მოთხოვნა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე წარედგინება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობის მოკვლევის შემდგომ, საკითხს განსახილველად წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს, აღნაგობის უფლებით გადასაცემი სავარაუდო უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაცნობის მიზნით წარმოგიდგენთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას:

  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>