>
პარტნიორები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
საიტზე დარეგისტრირებისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.eauction.ge და შეავსეთ მარჯვენა კუთხეში განთავსებული ჩანართი"რეგისტრაცია"
დამავიწყდა eauction.ge- ის პაროლი, შემიძლია თუ არა აღდგენა?
პაროლის აღდგენა შესაძლებელია. ამისთვის, საიტზე ავტორიზაციის გავლისას   საჭიროა დააჭიროთ ღილაკს „პაროლის აღდგენა“ სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა ,რომლითაც დარეგისტრირებული ხართ საიტზე; ამის შემდეგ თქვენს პაროლს მიიღებთ მობილურ ტელეფონზე, რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციის დროს. მოცემული პაროლი არის დროებითი და 10 დღის ვადაში შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენთვის სასურველი პაროლით.
როგორ მოვძებნო სასურველი ლოტი განმკარგავი ორგანიზაციის მიხედვით?
განმკარგავი ორგანიოზაციის მიხედვით ლოტის მოსაძებნად საჭიროა ჩამოშალოთ მთავარ გვერდზე არსებული ჩანართი „პარტნიორები“ და შემდეგ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ორგანიზაცია.
რა უნდა გავაკეთო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად?
ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, გადაიხადოთ იმ ლოტის საგარანტიო თანხა, რომლის შეძენაც თქვენ გსურთ; ამის შემდეგ შეძლებთ მიიღოთ მონაწილეობა აუქციონში.
რა გზით შეიძლება საგარანტიო თანხის გადახდა?
 საგარანტიო თანხის გადახდა ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია, როგორც პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკის სალაროებში.
საიტზე დარეგისტრირებული ვარ, როგორც იურიდიული პირი, არის თუ არა რაიმე განსხვავებული პროცედურა საგარანტიო თანხის გადახდისას?
 იურიდიული პირებისთვის აუცილებელია მომხმარებლის პროფილში მითითებული ჰქონდეთ მინიმუმ ერთი საბანკო ანგარიშის ნომერი სადაც საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში თანხა ავტომატურად დაირიცხება მითითებულ ანგარიშზე. საბანკო რეკვიზიტების მითითების გარეშე იურიდიული პირი საგარანტიო თანხის უკან გატანას ვერ შეძლებს.
აუქციონში დამარცხების შემთხვევაში დამიბრუნდება თუ არა საგარანტიო თანხა უკან?
 აუქციონის დასრულების შემდეგ აუქციონში დამარცხებულებს საგარანტიო თანხა დაუბრუნდებათ უკან, ხოლო გამარჯვებულს გადახდილი თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. საგარანტიო თანხა იურიდიულ პირებს დაერიცხებათ პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ხოლო ფიზიკურ პირებს საგარანტიო თანხის გატანა შეუძლიათ ლიბერთი ბანკის სალაროში და ასევე თუ მომხმარებლის პირად მონაცემებში მითითებულია საბანკო რეკვიზიტები, ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად ავტომატურად დაიბრუნონ საგარანტიო თანხა პირად ანგარიშზე.
შემიძლია თუ არა ქონების დათვალიერება მის შეძენამდე?
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს სასურველი ქონება განთავსების ადგილას რომელიც მითითებულია ლოტის პირობებში. 
აუქციონის მოგების დროს რა ვადაში უნდა გადავიხადო დარჩენილი თანხა?
აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, სრული საფასურის გადახდის ვადა მითითებულია ლოტის პირობებში.
როგორ უნდა განვათავსო სასურველი გასაყიდი ქონება საიტზე?
საიტზე ქონების დასადებად საჭიროა შეხვიდეთ თქვენი მომხმარებლის სახელით.  მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ბანერით “გაყიდე ქონება“ გადახვალთ ჩანართში, სადაც აირჩევთ გაყიდვის ფორმას, შეავსებთ ძირითად ინფორმაციას, დამატებით ინფორმაციასა და საბანკო ინფორმაციას. განაცხადის გაგზავნის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ ჩვენი ადმინისტრატორის დადასტურებას საქონლის საიტზე დადების შესახებ.
როდის სრულდება ვაჭრობა აუქციონზე?
აუქციონზე ვაჭრობა მიმდინარეობს დასრულების სავარაუდო თარიღამდე, აუქციონის ბოლოს, ბოლო ბიჯიდან დროის ამოწურვამდე თუ განხორციელდა ფასის
დამატება, დარჩენილ დროს დაემატება +2 წუთი. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ არ შეწყდება ვაჭრობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (+995) 32 2601 601, ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე - info@service.gov.ge, ან გვესტუმრეთ მომსახურების სააგენტოში ქ.თბილისი, გულუას ქ. #4