>
პარტნიორები
ცვლილება ელექტრონულ აუქციონების სისტემაში
14 / 4 / 2014
გაცნობებთ, რომ ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე განხორცილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალური ცვლილებები:

1) ცვლილება რეგისტრაციის პროცესში
რეგისტრაციის დროს რეზიდენტ ფიზიკურ პირს მოუწევს შემდეგი ველების შევსება: პირადი ნომერი + სახელი+ გვარი+დაბადების თარიღი + მომხმარებლის სახელი + შემოჭმების ღილაკი - ველების ზუსტი ინფორმაციით შევსების შემთხვევაში (საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ვერიფიკაციის შემდეგ) ავტომატურად შეივსება სქესის და იურიდიული მისმართის ველი. 
თუ ასეთი მონაცემი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ მოიძებნა საიტზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება, რომ მითითებული პარამეტრები არაზუსტია.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მხოლოდ პირადი ნომრის მითითების შემდეგ ივსებოდა სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, მისამართის და სქესის ველი.

2)შეზღუდვა არარეზიდენტ პირებზე
აღსრულების ეროვნული ბიუროს სასოფლო მიწა და სასოფლო მიწა შენობით ქვეკატეგორიაში განთავსებულ ლოტებზე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებსა და არარეზიდენტ იურიდიულ პირებს შეეზღუდათ ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება.

3)ვალუტის კურსის შენახვა 
იმ ლოტებზე ვაჭრობისას, სადაც ვაჭრობა ხდება უცხოურ ვალუტაში, ვალუტის კურსი დაიანგარიშება იმ მაჩვენებლით, როგორი კურსიც იყო აუქციონის გამოცხადების მომენტში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>