>
პარტნიორები
მომსახურების სააგენტოს შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან
27 / 2 / 2014

მიმდინარე წლის 27 თებერვალს სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს „ ცენტრალურ ოფისში (გულუას ქ.No 4 ) გაიმართა სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის შეხვედრა ქ. თბილისში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მიკროსაფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის სააგენტოს სერვისების გაცნობას. მოწვეული სტუმრები გაეცნენ სსიპ „ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს „ ვებგვერდის www.eauction.ge ფუნქციონალურ მხარეს. მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე აუქციონებსა და განთავსებულ ლოტებზე. გაეცნენ ონლაინ აუქციონით სარგებლობის უპირატესობებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტოს ვებ-სივრცე  აძლევს მიზნობრივ კლიენტებს. შეხვედრისას მოხდა მოსაზრებათა ურთიერთგაზიარება, განხორციელდა ინოვაციური გეგმების პრეზენტაცია და სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალა www.eauction.ge -ზე აუქციონის წარმოების შესახებ.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>