>
პარტნიორები
მომსახურების სააგენტოს ახალი მაღაზია ქ.თბილისში
19 / 8 / 2013
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

მუხიანში, გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზა N2-ის ტერიტორიაზე გაიხსნა ახალი, მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების მაღაზია, რომელიც გამოირჩევა გასაყიდი საქონლის მრავალფეროვნებითა და დაბალი ფასებით. მომხმარებელს შეუძლია ერთ მაღაზიაში შეიძინოს, როგორც ავეჯი და ელექტრო ტექნიკა, ასევე მრავალი სხვა დასახელების საქონელი. ახალი მაღაზიაში სასურველი ნივთის შეძენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან 18 საათამდე.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს განვითარებასა და მომხმარებლების კომფორტზე მორგებული სიახლეების დანერგვას.
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>