>
პარტნიორები
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან
5 / 8 / 2013
31ივლისს დღის 3 საათზე ქ. ახალციხის უნივერსიტეტის შენობაში შედგა შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა და ახალციხის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის მქონე მოსახლეობას შორის.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე ქეთევან კიკნაძემ შეხვედრაზე დამსწრეებს გააცნო სააგენტოს მუშაობა, ჩატარდა გაცნობა-პრეზენტაცია უნივერსალური პორტალისwww.eauction.ge- ს შესახებ, განიხილეს არსებული სერვისები და კონკრეტული შეთავაზებები, სააგენტოში მიმდინარე პროცესები და დაგეგმილი ინოვაციები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სატყეო მეურნეობის, ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის, რეგიონალური მუნიციპალიტეტებისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები და დაინტერესებული ბიზნესმენები. 
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მომავალშიც გეგმავს მსგავსი გაცნობითი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>