>
პარტნიორები
მაღაზია "კალათა" ქალაქ გორში გაიხსნა.
22 / 7 / 2013
20 ივლისს ქალაქ გორში გაიხსნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სავაჭრო ობიექტი „კალათა“, რომელშიც ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვა უამრავი წვრილმანი.
ეს უკვე, მომსახურების სააგენტოს რიგით მეექვსე სავაჭრო ობიექტია, სადაც 3 ადამიანი დასაქმდა. მაღაზიის გახსნას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი ზურაბ ახალკაციშვილი და სააგენტოს სხვა თანამშრომლები. მაღაზიის მისამართია: ქ. გორი, რუსთაველის ქუჩა #83. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მთავარი მიზანია - მომხმარებლისთვის კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების შეთავაზება.
  • Android აპლიკაცია

    30.12.2021
    ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 29 დეკემბრიდან eauction.ge-ს მობილური აპლიკაცია მიუწვდომელია ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისთვის. .... სრულიად ნახვა >>
  • ყურადღება!

    13.04.2021
    გაცნობებთ, რომ 2021 წლის 13 აპრილს 16:30 საათიდან - 17:45 საათამდე ინტერვალში ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება, რის შედეგადაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება. შესაბამისი ჯგუფი სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, მუშაობს ხარვეზის დეტალური მიზეზების დასადგენად. რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ აუქციონებს, რომელთა დასრულ .... სრულიად ნახვა >>
  • ცვლილება წესებსა და პირობებში

    20.10.2020
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!გაცნობებთ, რომ ცვლილებები შევიდა სსიპ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“აუქციონის გამოცხადების წესებსა და პირობებში.აღნიშულის გათვალისწინებით, ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ, ყველა მომხმარებელს შეტყობინების სახით გამოუჩნდება ფანჯარა (ე.წ. პოპაპი) შესაბამისი ბმულით, რომლის გახსნის შემდგომ დაინტერესებული პირი შეძლებს ხსენებული წესებისა და პირობების გაცნობას.ვებგვერდზე შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად აუცილებელია მომხმარებელი დაეთანხმოს ცვლილებებს შესა .... სრულიად ნახვა >>