მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ ,,დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილი №141 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სააგენტოს მიერ
გასაწევი მომსახურების საფასური ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ გადაიხდევინება წინასწარ.
გამონაკლისს
წარმოადგენენ:
1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ წლიური მომსახურებით და რომლებსაც უფლება აქვთ მომსახურების საფასური გადაიხადონ მომსახურების პროცედურების დასრულების შემდეგ, თვეში ერთხელ, ყოველი
თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა;
2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც რეალიზებული/სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზაციო ღირებულების პროცენტს იხდიან ინტერნეტაუქციონის პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს
30 კალენდარული დღისა.
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!