>
პარტნიორები
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
27 / 5 / 2020

გაცნობებთ, რომ სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ, 2020 წლის 23 მარტამდე დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე სარეალიზაციოდ/საპრივატიზებოდ გატანილი ქონების აუქციონში გამარჯვებული პირებისათვის გადაცემის პროცედურები განახლდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

შესაბამის აუქციონებში გამარჯვებულმა პირებმა, გთხოვთ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (2020 წლის 01 ივნისის ჩათვლით) უზრუნველყოთ აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა განთავსების ადგილიდან. ამასთანავე გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაგეკისრებათ ქონების გატანის ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდით სააგენტოს ცხელს ხაზს: (+995) 32 2601 601.

  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>