>
პარტნიორები
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
23 / 3 / 2020


განცხადება

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად, სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” აუქციონებზე რეალიზაციის პროცესი შეწყვეტილია.

·       გაუქმებულია მომსახურების სააგენტოს აუქციონების შედეგები 23 მარტს დასრულებულ ყველა ლოტზე, რომლებზეც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ყველა მათგანს გადახდილი თანხები დაუბრუნდებათ სრულად.

·       დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეჩერებულია სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” მიერ 23 მარტამდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონებზე სარეალიზაციოდ გამოცხადებული ქონების აუქციონშე გამარჯვებული პირებისათვის გადაცემის პროცედურები.

  • ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით

    13.03.2020
    სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განცხადება კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების მიღების მიზნით, სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო” მოუწოდებს მოქალაქეებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მობრძანებისგან. ელექტრონულ აუქციონებთან, ასევე, ნებისმიერ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ტიპის ელექტრონული სერვისებით: ცხელი ხაზი: (032) 2 60 .... სრულიად ნახვა >>
  • მომსახურების სააგენტოს მისამართის ცვლილება

    27.02.2020
    განცხადება გაცნობებთ, რომ სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მიმდინარე წლის 2 მარტიდან იცვლის როგორც იურიდიულ, ასევე, ფაქტიურ მისამართს. აღნიშნული თარიღიდან მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განთავსდება ქ. თბილისში, ჭავჭავაძის ქ. #49ა-ში. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2601601. .... სრულიად ნახვა >>
  • ვებგვერდზე ავტორიზაციის პროცედურის ცვლილება

    24.09.2019
    ყურადღება! დამატებითი უსაფრთხოებისათვის 1-ლი ოქტომბრიდან ვებგვერდზე eauction.ge მომხმარებლის ავტორიზაცია განხორციელდება ერთჯერადი sms კოდის საშუალებით. გთხოვთ, გადაამოწმოთ პირად პროფილში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი, რათა შეუფერხებლად შეძლოთ ვებგვერდით სარგებლობა. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 2601601 გისურვებთ წარმატებას! .... სრულიად ნახვა >>