>
პარტნიორები
ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით
13 / 3 / 2020

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განცხადება

 

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების მიღების მიზნით, სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო” მოუწოდებს მოქალაქეებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მობრძანებისგან.

ელექტრონულ აუქციონებთან, ასევე, ნებისმიერ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ტიპის ელექტრონული სერვისებით:

ცხელი ხაზი: (032) 2 601 601

ონლაინ კონსულტაცია: www.eauction.ge

სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციით შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ.

ელექტრონული ფოსტა: info@service.gov.ge და eauction.ge@gmail.com

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეგიძლიათ მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია.

გამოაგზავნოთ მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებული კორესპონდენცია.

ვებგვერდი -  www.eauction.ge

კონკრეტული ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონებზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების შესახებ.

ვებგვერდი - www.service.gov.ge

ინფორმაცია მომსახურების სააგენტოს ზოგადი სერვისების შესახებ.

სოციალური ქსელები:

მომსახურების სააგენტო: https://www.facebook.com/seragency/

Eauction.ge https://www.facebook.com/eauction/

სოციალური ქსელების მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული აუქციონების შესახებ.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით, დროებით იხურება მომსახურების სააგენტოს საცალო სავაჭრო ობიექტები.

 

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>