>
პარტნიორები
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
8 / 8 / 2018

გაცნობებთ, რომ ინფორმაცია ეხება მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულ პირებს!

მოქმედი რეგულაციის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, შესაბამის უწყებაში სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოთ ელექტრონული სახით (pdf) ან მატერიალური სახით, რომელიც იქნება უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული (სველი ბეჭდით ან ხელმოწერით). განკარგულების ელექტრონულად ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იუსტიციის სახლში და ასევე, ვებგვერდიდან eAuction.ge.

დამატებით გაცნობებთ, რომ ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულ პირებს, რომელთაც სურთ ელექტრონულად მიიღონ განკარგულება.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ცხელ ხაზზე 2 749 649 ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს - 2 601 601.

გისურვებთ წარმატებას!

  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>