>
პარტნიორები
ელექტრონული განკარგულება eAuction.ge-ზე!
28 / 2 / 2018

ელექტრონული განკარგულება eAuction.ge-ზე!

 სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ვებგვერდ eAuction.ge-ს მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა.

ამჯერად, დაინტერესებული პირებისათვის ვებგვერდ eAuction.ge-ზე ქონების შეძენა/გაფორმების პროცედურები გამარტივდა. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ ქონებას შეიძენს, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ ეწვიოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში და დოკუმენტი ხელზე, მატერიალური სახით ჩაიბაროს. ქონების შემძენი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს. ამასთან, შესაძლებლობა ექნება, eAuction.ge- პირად გვერდზე ჩამოტვირთოს დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

პროექტი ფინანსთა სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმატებული თანაშრომლობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული სერვისინოვაციურია და ორიენტირებულია მომხმარებელთა დამატებითი ხარჯებისა და დროითი რესურსების დაზოგვაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601; 2 749 649;

  • ტექნიკური ხარვეზი

    30.11.2018
    გაცნობებთ, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს ვებგვერდზე www.eauction.ge აუქციონების მიმდინარეობის დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომსახურების სააგენტო და სხვა განმკარგავი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას აუქციონების შედეგების შესახებ. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    08.08.2018
    გაცნობებთ, რომ ინფორმაცია ეხება მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვებულ პირებს! მოქმედი რეგულაციის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, შესაბამის უწყებაში სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოთ ელექტრონული სახით (pdf) ან მატერიალური სახით, რომელიც იქნება უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ან/და დადასტურებული (სველი ბეჭდით ან ხელმოწერით). განკარგულების ელექტრონულად ჩამოტვირთვა შეგიძლიათ .... სრულიად ნახვა >>
  • eAuction.ge-ს მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია!

    17.01.2018
    სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ მომხმარებლებისათვის ვებგვერდზე eauction.ge რეგისტრაციისა და ვაჭრობის პროცედურების გამარტივების, მათთვის ინოვაციური და დღევანდელ რეალობაში ყველაზე პოპულარული სისტემის შეთავაზების მიზნით, წარმატებით განახორციელა ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გაშვება.ელექტრონული აუქციონის www.eauction.ge მობილური ვერსია განთავსებულია IOS-ისა და ANDROID მარკეტებში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ უფასოდ განახორციელონ EAUCTION.GE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა .... სრულიად ნახვა >>