>
პარტნიორები
eAuction.ge-ს მობილური აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია!
17 / 1 / 2018
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-მ მომხმარებლებისათვის ვებგვერდზე eauction.ge რეგისტრაციისა და ვაჭრობის პროცედურების გამარტივების, მათთვის ინოვაციური და დღევანდელ რეალობაში ყველაზე პოპულარული სისტემის შეთავაზების მიზნით, წარმატებით განახორციელა ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გაშვება.
ელექტრონული აუქციონის www.eauction.ge მობილური ვერსია განთავსებულია IOS-ისა და ANDROID მარკეტებში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ უფასოდ განახორციელონ EAUCTION.GE-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა და თავიანთ სმარტფონებში დაინსტალირება.
 მობილურ აპლიკაციაში ადაპტირებულია ვებგვერდის ძირითადი მოდულები:
რეგისტრაცია/ავტორიზაცია/პაროლის აღდგენა;
გადახდა/ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება;
ლოტების ძიება/ფილტრაცია;
    მობილურ აპლიკაციაში ვებგვერდის საგადახდო სისტემა მთლიანად ადაპტირებულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სასურველ დროსა და ადგილას შეუძლია გადაიხადოს ლოტის საგარანტიო და დარჩენილი ღირებულებები, ასევე, ივაჭროს სასურველ აუქციონზე სმარტფონის საშუალებით.
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციაში ქონების რეალიზაციის (გაყიდვა) ფუნქციისა და ინტერნეტ მაღაზიის ადაპტირებაზე.
სსიპ ,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ არ ღალატობს ტრადიციას და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ და გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 601 601

გისურვებთ წარმატებას!
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>
  • Android აპლიკაცია

    30.12.2021
    ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 29 დეკემბრიდან eauction.ge-ს მობილური აპლიკაცია მიუწვდომელია ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისთვის. .... სრულიად ნახვა >>