>
პარტნიორები
ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა!
27 / 7 / 2017

ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა

ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა. ვებგვერდის საგადახდო სისტემას სს ,,ტერაბანკი“ შემოუერთდა. www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებითაც განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.

დღეის მდგომარეობით ვებგვერდზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს:

·         ლიბერთი ბანკი

·         საქართველოს ბანკი

·         თიბისი ბანკი

·         ქართუ ბანკი

·         ტერაბანკი

ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველი ბანკის მომსახურებით და გადაიხადოს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო/დარჩენილი ღირებულებები, ამასთან, გადაიხადოს ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების თანხები.

დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ლიბერთი ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებით (LB PAY აპარატი), სწრაფად და მარტივად, განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა.

LB PAY აპარატის მეშვეობით ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან - 1500 ლარამდე.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ განაგრძობს განვითარებას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ვებგვერდის eAuction.ge მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ყიდვა/გაყიდვის სერვისით სარგებლობას შეძლებს. 

  • მომხმარებელთა რეკომენდაციები eAuction.ge-ზე!

    26.06.2017
    დღეიდან, ვებგვერდის eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება გაქვთ ონლაინ რეჟიმში გაგვიზიაროთ თქვენი რეკომენდაციები, შენიშვნები, იდეები ახალი სერვისების დანერგვის შესახებ! გვეწვიეთ ვებგვერდზე eAuction.ge, აირჩიეთ სასურველი თემა და მოგვწერეთ თქვენი რეკომენდაცია, ჩვენ მათ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ! გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით! .... სრულიად ნახვა >>
  • ყურადღება!

    20.06.2017
    2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებისა ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით! ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. აღნიშნული ცვლილებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვე .... სრულიად ნახვა >>
  • ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    20.04.2017
    2017 წლის 20 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ტერაბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ და .... სრულიად ნახვა >>