>
პარტნიორები
„მ-100“ მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით იყიდება
20 / 4 / 2017

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს  ,,მ-100’’ მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების დაწყების თარიღია 2017 წლის 20 აპრილი, ხოლო დასრულების - 2017 წლის 4 მაისი.

პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები.

ქონება  განთავსებულია შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის’’ კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში,  შემდეგ მისამართზე:  ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2;

სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან“ შეთანხმებით.

ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 322 601 601

  • ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა!

    27.07.2017
    ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდავებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა. ვებგვერდის საგადახდო სისტემას სს ,,ტერაბანკი“ შემოუერთდა. www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებითაც განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. დღეის მდგომარეობით ვებგვერდზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს:· ლიბერთი ბანკი· საქართველოს ბანკი· თიბისი ბანკი· ქართუ ბანკი· ტერაბანკინებისმიერ დაინტერესებუ .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა რეკომენდაციები eAuction.ge-ზე!

    26.06.2017
    დღეიდან, ვებგვერდის eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება გაქვთ ონლაინ რეჟიმში გაგვიზიაროთ თქვენი რეკომენდაციები, შენიშვნები, იდეები ახალი სერვისების დანერგვის შესახებ! გვეწვიეთ ვებგვერდზე eAuction.ge, აირჩიეთ სასურველი თემა და მოგვწერეთ თქვენი რეკომენდაცია, ჩვენ მათ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ! გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით! .... სრულიად ნახვა >>
  • ყურადღება!

    20.06.2017
    2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებისა ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით! ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. აღნიშნული ცვლილებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვე .... სრულიად ნახვა >>