>
პარტნიორები
ხეხილისა და ვაზის საძირე ნერგები ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ გამოვა
20 / 3 / 2017

21 მარტიდან სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია ,,კალათა“-ში სარეალიზაციოდ ხეხილისა (ვაშლი, მსხალი, ბალი) და ვაზის საძირე ნერგები იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად  სუფთა, უვირუსო  ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით,  მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს  ინფორმაციით, ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი ჯიშის ნერგები:

·         ვაშლი: აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი "რეინდერსი", გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა;

·         მსხალი: კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი;

·         ბალი: კოლტი-კორდია;

·         ვაზი საძირე ნერგი: 101-14mgt-  ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762  ბერლანდიერი რიპარია, richter100-   ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A  ბერლანდიერი რიპარია, 5 C  ბერლანდიერი რიპარია.

აღნიშნული ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი - 0.75 ლარიდან - 4 ლარამდე, ხოლო შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.eAuction.ge და მაღაზიაში ,,კალათა“ (მისამართი:  მცხეთის რაიონი, სოფელი ჯიღაურა).

  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>