eAauction.ge სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო“-ს უნივერსალური ელექტრონული პორტალია, რომელიც მომხმარებელს სახელმწიფო
და კერძო საკუთრებაში
არსებული ქონების გაყიდვისა და შეძენის ყველაზე მოხერხებულ სისტემას სთავაზობს.
პორტალზე სარეალიზაციოდ შესაძლებელია განთავსდეს
100-ზე მეტი კატეგორიის ქონება, რომელსაც ყოველდღიურად 8000 პოტენციური შემსყიდველი
სტუმრობს!
წლების განმავლობაში მომხმარებელთათვის მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვებგვერდს არაერთი სერვისი დაემატა და დღეისათვის პორტალზე
ხელმისაწვდომია:
· ფიზიკური
და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტ აუქციონის ფორმით (მათ შორის
,,Buy
It Now” სერვისი);
·
ფიზიკური
და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტ მაღაზიის ფორმით;
·
ფიზიკური
და იურიდიული პირებისათვის ქონების ყიდვა-გაყიდვა საჯარო აუქციონის ფორმით;
·
ონლაინ
კონსულტაცია;
·
ცხელი
ხაზის მომსახურება;
·
სარეკლამო
მომსახურება;
· ქონების
განვადებით შეძენის შესაძლებლობა;
· უსაფრთხო
და ფართო საგადახდო სისტემა (პლასტიკური ბარათი, ნაღდი ანგარიშსწორება, ელ. საბანკო
გარანტია, ელ. საბანკო გადარიცხვა);
· eAuction.ge სადებეტო პლასტიკური ბარათი;
·ვებგვერდით
სარგებლობის შესახებ სახელმძღვანელოები (იხ. ლინკი https://www.eauction.ge/).
ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს
ისარგებლოს მომსახურების ცენტრებით, ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში:
Ø ქ. თბილისში, გულუას ქ. #4;
Ø ქ. სამტრედია, აღმაშენებლის მე-6 ჩიხი, #1;
Ø ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ.
სსიპ ,,ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს
მომხმარებელს ინოვაციურდა გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი
გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.