>
პარტნიორები
განახლებული სახელმძღვანელოები eAuction.ge-ზე
18 / 8 / 2016
eAuction.ge დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ქონების შეძენის, გაყიდვისა და სარგებლობაში გადაცემის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას გთავაზობთ. 
2016 წლის აგვისტოდან მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ვებგვერდზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით განახლებულ სახელმძღვანელოებს გთავაზობთ, რომელთა მეშვეობით მარტივად და მოხერხებულად შეძლებთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, დარეგისტრირდეთ, განათავსოთ ან/და გაყიდოთ სასურველი ქონება eAuction.ge-ს მეშვეობით. 

ასევე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ  ონლაინ კონსულტაციისა და ცხელი ხაზის (2 601 601) მეშვეობით. 

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს გამარტივებულ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახადოს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

იხილეთ სახელმძღვანელოები: www.eauction.ge/Home/usermanuals

გისურვებთ წარმატებას!
  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>