>
პარტნიორები
eAuction.ge თქვენს სამსახურში!
31 / 7 / 2015
eAuction.ge სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ უნივერსალური პორტალია, რომელიც სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის, გაყიდვისა და სარგებლობაში გადაცემის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას გთავაზობთ. 
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება ეძლევათ სახლიდან გაუსვლელად განათავსონ სარეალიზაციო ქონება www.eAucton.ge-ზე, ამისათვის მხოლოდ რეგისტრაციის გავლა და განაცხადის განთავსებაა საჭირო.

ვებგვერდზე ვიზიტორთა რიცხვი ყოველდღიურად ზრდადია და დღეისათვის 8000-ს უტოლდება. 
დღეის მონაცემებით www.eAuction.ge-ზე 52 607 ფიზიკური და 5 749 იურიდიული პირია რეგისტრირებული, ხოლო ვებგვერდზე სარეალიზაციოდ გამოცხადებული ლოტების რაოდენობა 214 192 ერთეულს უტოლდება.

2015 წელს ვებგვერდზე www.eauction.ge ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზებას ახალი ფორმა „იყიდე ახლავე“ (ე.წ. „Buy It Now“) დაემატა, რომელიც ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს არ დაელოდოს სასურველ ნივთზე მიმდინარე აუქციონის დასრულების თარიღს და შეიძინოს ქონება დაუყოვნებლივ ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,buy it Now”) დადგენილ ფასად.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს  ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

გისურვებთ წარმატებას!

  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    17.04.2024
    2024 წლის 16 აპრილიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>