>
პარტნიორები
Eauction.ge-ს სტატისტიკა
20 / 4 / 2015

 

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge 2010 წლიდან მომხმარებელს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მარტივ და მოხერხებულ სისტემას სთავაზობს, რომელიც ამიერკავკასიაში  ინოვაციური პროექტია. 5 წლის განმავლობაში ვებ გვერდზე ვიზიტორთა რიცხვი სტაბილურად ზრდადია, სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაინერგა არაერთი სიახლე.

2010 წლიდან - დღემდე:

Ø  პორტალზე რეგისტრირებულია 54974 რეზიდენტი/არარეზიდენტი მომხმარებელი;

Ø  გამოცხადებული ლოტების რაოდენობა შეადგენს 195 000 ერთეულს;

Ø  პორტალის ბრუნვა  844 643 410 ლარს უტოლდება.

სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ახალ სერვისებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს  ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პროცედურები.

 

გისურვებთ წარმატებას!

  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>