>
პარტნიორები
ქონების ინტერნეტაუქციონის რეალიზაციის ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. ,,Buy it Now”) ვებგვერდზე www.eauction.ge!
13 / 3 / 2015

ვებგვერდზე www.eauction.ge ქონების ინტერნეტაუქციონის მეშვეობით რეალიზებას ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. “Buy it Now”) ემატება.

ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს საშუალება ეძლევა არ დაელოდოს სასურველ ნივთზე მიმდინარე აუქციონის დასრულების თარიღს და შეიძინოს ქონება დაუყოვნებლივ ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,buy it Now”) დადგენილ ფასად.

,,იყიდე ახლავე“- ს მეშვეობით ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, (ავტორიზებული მომხმარებელი) წინასწარ იხდის სასურველ ლოტზე მითითებულ საგარანტიო თანხას, ხოლო ღილაკზე ,,ყიდვა“ დაჭერითა და დადასტურებით ვლინდება გამარჯვებულად. შემდგომ ეტაპზე, გამარჯვებული პირი ვალდებულია სასურველი ნივთის შესაძენად გადაიხადოს ლოტის დარჩენილი ღირებულება, ე.წ. ,,Buy it Now”-ს ფასს გამოკლებული მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა.

ქონების ,,იყიდე ახლავე“-ს (ე.წ. ,,Buy it Now”) მეშვეობით რეალიზების შემთხვევაში ნივთზე მიმდინარე აუქციონი ავტომატურად სრულდება.

,,იყიდე ახლავე“ (ე.წ “Buy It Now“) ღილაკის ფუნქცია იზღუდება:

1. თუ ინტერნეტაუქციონის მიმდინარე ფასი გადააჭარბებს ე.წ. ,,Buy It Now"-ს მეშვეობით ქონების შეძენისთვის დადგენილ ღირებულებას.

2. აუქციონის  დასრულების თარიღამდე, 3 საათით ადრე.

ფიზიკურმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომელთაც პირველ ეტაპზე მიეცემათ ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ ,,Buy it Now”) საშუალებით თავიანთი  ქონების გაყიდვის შესაძლებლობა ვებგვერდზე www.eauction.ge,  განაცხადის რეგისტრაციის დროს თავად უნდა დაადგინონ ქონების ე.წ. ,,Buy It Now"-ს  სარეალიზაციო ღირებულება, რომლის ოდენობა უნდა აღემატებოდეს ქონების საწყის ფასს დამატებული 1 ბიჯის ოდენობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 601 601

 

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>