>
პარტნიორები
საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად
6 / 10 / 2014
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ზურაბ ახალკაციშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დახმარებით, მათ საჩუქრად შეშა, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გადაეცათ. 

„ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. დღეს ასეთი დახმარება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა ჯახებმა მიიღეს,“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა. 

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მომავალშიც მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს.
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    29.11.2023
    2023 წლის 21 ნოემბრიდან სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge - ზე ტექნიკური სამუშაოების გამო, დროებით შეზღუდულია გლობალური ქსელიდან წვდომა. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მოხდება გლობალური წვდომის აღდგენა. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    20.05.2022
    გაცნობებთ, რომ ლიბერთი ბანკში მიმდინარედ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, დროებით შეფერხებულია ანგარიშსწორების პროცესი. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პლასტიკური ბარათის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 1420 (შიდა: 2). .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებელთა საყურადღებოდ!

    19.04.2022
    გთხოვთ ვებგვერდზე რესიტრაციის მსურველმაფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის 21 აპრილის 19:00 საათიდან 2022 წლის 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაში გეგმიური ტექნიკური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია სერვისის მიწოდების პროცესში ადგილი ჰქონდეს დროებით შეფერხებას. შესაძლო შეფერხება ეხება მხოლოდ ვებგვერდზე ახალი რეგისტრაციას. სხვა სერვისებზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. .... სრულიად ნახვა >>