>
პარტნიორები
მოქნილი გადახდის სისტემა eauction.ge-ზე
14 / 8 / 2014

    ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო  მომხმარებელს სთავაზობს  გაუმჯობესებულ და მოქნილ საგადახდო სისტემას eMoney-ის ელექტრონულ საფულეს, რომლის საშუალებითაც გამარტივდა ჩვენს ვებ–გვერდზე განთავსებული მოძრავი თუ უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ანგარისწორება.

    აღნიშნული სერვისის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ eMoney -ის ბალანსი თვითმომსახურების ტერმინალებიდან eauction.ge-ის ლოგოზე ხელის დაჭერით, ლიბერთის ბანკის სერვის ცენტრებიდან, საბანკო გადარიცხვით და ა.შ.

    www.eauction.ge-ზე eMoney-ის ელექტრონული საფულის გამოყენებით, შესაძლებელია საგარანტიო, დარჩენილი, მთლიანი და მომსახურების თანხების მომენტალური გადახდა.

   მომხმარებელს აუქციონზე დამარცხების შემთხვევაში, თანხა  ელექტრონულ საფულეში უბრუნდება უკან.

       ამასთანვე, ყველა რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს  შესაძლებლობა აქვს www.eauction.ge-ზე პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის გამოყენებით ავტორიზაცია გაიაროს www.emoney.ge-ზე. ანალოგიურად,  eMoney-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ econnect-ის მეშვეობით გაიარონ ავტორიზაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.

      ფინანსთა სამინისტროს მომსხაურების საააგენტო აგრძელებს სიახლეების დანერგვას, რათა კიდევ უფრო მეტად გაუმარტივოს თავის მომხმარებელს ყიდვა- გაყიდვის პროცედურები და აარიდოს გადახდასთან დაკავშირებულ ყველანაირ დისკომფორტს.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

    18.07.2025
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამტკიცდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა”, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა. დაინტერესებულ პირებს, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარების და უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების დაწყების პირობით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის მანძილზე ერთჯერ .... სრულიად ნახვა >>
  • 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ განსაზღვრა

    24.10.2024
    მომხმარებელთა საყურადღებოდ!საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის #359 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერი განსაზღრულია უქმე დღედ. გაცნობებთ, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ რეალიზებული მოძრავი ქონების გატანა ნაცვლად 25 ოქტომბრისა, განხორციელდება 2024 წლის 28 ოქტომბერს. .... სრულიად ნახვა >>
  • მომხმარებლების საყურადღებოდ!

    23.09.2024
    გთხოვთ გაითვალისწინოთ!გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით - მობილური აპლიკაციით eauction.ge სარგებლობა23 სექტემბერს,დროებით შეიზღუდება. .... სრულიად ნახვა >>