>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ ლანჩხითის #2 საჯარო სკოლა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 101307OIG47889518   
აუქციონის #: 101307
ლოტის #: 478895
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
12/01/2018 15:30 - 14/01/2018 12:30
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
300 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 45 e
ვაჭრობის ბიჯი: 1 e
საგარანტიო თანხა: 30 e
თვისებები
განმკარგავი: სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლა
კვადრატულობა(მ²)71.4ქვეყანასაქართველო
ქალაქილანჩხუთიშენობის ფართობი(მ²)71.4
საკადასტრო კოდი27.06.54.012Rs რუკის მხარდაჭერა
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
აღწერილობა
აღწერილობა
საკონტაქტო  პირი ირინე შარაბიძე, ტელეფონის ნომერი  577973812
მოკლე აღწერილობა

სადემონტაჟო საქვაბის შენობა მდებარეობს   ქ.  ლანჩუთის   N 2  საჯარო   სკოლის   ტერიტორიაზე.

   არსებული საქვაბის  შენობა (02) არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის, ზომებით ღერძებში 6x8 მ.   აშენებულია   1972  წელს.

საძირკვლები-მონოლითური რკ/ბეტონის.

მზიდი კედლები - წითელი   აგურის

დახურვა-ანაკრები რკ/ბეტონის  ღრუტანიანი   ფილებით.

სახურავი - ბრტყელი.

     საქვაბის მზიდი   კედლები    ნაწილობრივ   ჩამოშლილია.   დახურვის ღრუტანიან   ფილებში არმატურა კოროზირებულია.                                                     საქვაბის შენობა კონსტრუქციული დასკვნის თანახმად ექვემდებარება დემონტაჟს.

ქ. ლანჩხუთის   N 2   საჯარო  სკოლის საქვაბის  შენობის სადემონტაჟო სამუშაოები სრულდება ორ რიგად:

პირველი რიგი-მოსამზადებელი სამუშაოები.

მეორე რიგი-დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები.

    მოსამზადებელ პერიოდში სრულდება შემდეგი სამუშაოები:

1)საქვაბის სადემონტაჟო შენობის კონტურის გარშემო ( ამწის სამუშაო ღერძის    გარდა) გარე კონტურიდან 3 მეტრის მანძილზე ეწყობა დროებითი ღობე მავთულბადისგან (დემონტაჟის სახიფათო ზონის შემოსაზღვრა). ეწყობა ასევე სადემონტაჟო მოედნის   მთლიანი შემოღობვა დროებითი ღობით.

2)შენობის შიგა  ელ.ქსელის და წყლის ქსელის გამორთვა გარე საკომუნიკაციო  ქსელებიდან (არსებობის შემთხვევაში).

3)მტვრისგან და ხმაურისგან დამცავი ღონისძიებების განხორციელება.

4)სახიფათო ზონების  ამკრძალავი, გამაფრთხილებელი ნიშნების და სიგნალების მოწყობა.

5) დროებითი სასაწყობო მოედნის და  დროებითი შენობის მოწყობა.

   ძირითად პერიოდში ხორციელდება საქვაბის შენობის სადემონტაჟო სამუშაოები შემდეგ ეტაპებად:

Iეტაპი -  სახურავის დემონტაჟი

IIეტაპი -ანაკრები რკ/ბეტონის დახურვის ღრუტანიანი  ფილების დემონტაჟი

                                                                7

III ეტაპი- წითელი   აგურის  მზიდი  კედლების დემონტაჟი

IVეტაპი- საძირკვლების დემონტაჟი

    სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ , „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“, ელემენტური დაშლისა და გამსხვილებული ბლოკებით დაშლის მეთოდებით, დემონტაჟის ტექნოლოგიის შესაბამისად.

     მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟი სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)დახურვის ანაკრები ღრუტანიანი  ფილების  დემონტაჟი

ბ) წითელი   აგურის   მზიდი კედლების  დემონტაჟი.

გ) საძირკვლების დემონტაჟი

I.                  სადემონტაჟო  სამუშაოთა  წარმოების  მეთოდები

 

     საქვაბის  შენობის სადემონტაჟო სამუშოთა წარმოებისას მკაცრად უნდა იქნას დაცული სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა.

    სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან  შიგა  ელ. ქსელი,წყალმომარაგების ქსელი (არსებობის შემთხვევაში).

    ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილების  დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი ტექნიკური მდგომარეობა,განლაგება და მაქსიმალური წონა.

მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული დემონტაჟის დაწყება.                                                                

     სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ ანუ „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“. აგურის  მზიდი  კედლების დემონტაჟის დაწყება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  დახურვის ყველა ანაკრები  ღრუტანიანი  ფილა დემონტირებულია.

    ყველა კონსტრუქცია დემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაშიშვლდეს.

   პირველ  რიგში  დემონტირებულ  იქნას ავარიულ  მდგომარეობაში  მყოფი  კონსტრუქციები.

      სადემონტაჟო სამუშაოები ელემენტების შესაბამისად სწარმოებს შემდეგნაირად:

    კარებების,ფანჯრების,სახურავის დემონტაჟი ხორციელდება ხელით,ელემენტური დაშლით.

  აგურის   მზიდი კედლების დემონტაჟი ხორციელდება ორი მეთოდით:

 

 

 

 

                                                             9                                                              

1)ელემენტური დაშლის გზით-მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი  აგურის   კედლების დემონტაჟი

2)მონგრევის გზით- უვარგისი აგურის  კედლების დემონტაჟი.      

  დახურვის  ანაკრები ღრუტანიანი   რკ/ბეტონის ფილების დემონტირება და ტრანსპორტირება მიწამდე ხორციელდება საავტომობილო ამწით, ტვირთამწეობით  16ტნ.

    გადახურვის ფილის კონსტრუქციის  დემონტაჟი ხორციელდება ელემენტური დაშლის მეთოდით შემდეგნაირად:

1)ხდება გადახურვის კონსტრუქციის  პირაპირების შეერთებებისა და სარტყელების ბეტონის შრის დაშლა ხელით,სანგრევი ჩაქუჩით.                                                   

2)ხდება ამწით ფილის კონსტრუქციის დაჭერა ბაგირჩამჭიდების მეშვეობით.

3)ხდება ლითონის დამაკავშირებელი ელემენტების ჩაჭრა და ფილის გათავისუფლება

4)ამის შემდეგ განთავისუფლებული კონსტრუქცია საავტომობილო ამწით ბაგირჩამჭიდების საშუალებით დემონტირდება სასაწყობო ადგილზე.

    სამშენებლო ნაგვის აღება ხორციელდება  ექსკავატორით ჩამჩის ტევადობით 0. 5 მ3. ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით.

    ობიექტის მეპატრონის გადაწყვეტილების შემთხვევაში მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალები  და კონსტრუქციები

დასაწყობდება დროებით სასაწყობო მოედანზე.

   სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას საავტომობილო ამწე მოძრაობს საქვაბის შენობის გარე  კონტურის გასწვრივ, კონტურთან მიბმით 4,0 მ-ზე.(იხ. „სადემონტაჟო გენგეგმა“).

 

 

                                                              10

     საავტომობილო ამწე მუშაობს როგორც ისრულ, ასევე ისრულ-ბატიყელიან შესრულებაში.

   სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება „ზემოდან-ქვემოთ“  ხორციელდება დახურული ღარების მეშვეობით.

   სამუშაოთა წარმოებისას დაცული უნდა იქნას სნდაწ - III-4-80*-ის მოთხოვნები, ასევე  ტექნიკური  რეგლამენტის  მოთხოვნები.

 

 

 

        VI.საჭირო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი

      საქვაბის  შენობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი:

1.     საავტომობილო ამწე, ტვირთამწეობით 16ტნ. -1 ცალი

2.     ექსკავატორი „უკუჩამჩა“, ტევადობით 0. 5მ3-1ცალი

3.     მოძრავი კომპრესორი-1ცალი

4.     ავტოთვითმცლელები-1ცალი

5.     ბორტული ავტომანქანა-1ცალი

6.     სპეციალიზირებული ტრანსპორტი (ფილამზიდი)- 1ცალი

დემონტაჟისათვის აუცილებელია ასევე შემდეგი მცირე მექანიზაციის

საშუალებები და ინვენტარი:

1.     მცირე მექანიზაციის საშუალებები-1კომპლექტი

2.     პნევმატური სანგრევი ჩაქუჩები-1ცალი

3.     ელექტროსანგრევი ჩაქუჩები-1ცალი

4.     ელექტრული ჭრის მექანიზმი-1ცალი

5.     ინვენტარული ხარაჩოები-10მ2

 

                                          11                                                   

                                                                  

                                VII. უსაფრთხოების ტექნიკა

 

     ყველა სადემონტაჟო სამუშაო უნდა შესრულდეს სნდაწ - III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“-ის მოთხოვნების   და  ტექნიკური   რეგლამენტის   მოთხოვნების  მკაცრი  დაცვით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოთხოვნების  მკაცრი დაცვით.

     სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შენობის შიგა  ელ.ქსელი  და წყლის ქსელი უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან (არსებობის შემთხვევაში).

   ფილების ანაკრები  კონსტრუქციის დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი წონები,განლაგება და ტექნიკური მდგომარეობა. პირველ   რიგში  დემონტირებულ  უნდა   იქნას  ავარიულ  მდგომარეობაში   მყოფი   კონსტრუქციები. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას წარმოშობილი სახიფათო ზონების საზღვრები სადემონტაჟო შენობის კონტურიდან შეადგენს   3.0  მეტრს.  

    სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სადემონტაჟო მოედანზე და განსაკუთრებით კი დემონტაჟის სახიფათო ზონებში.სადემონტაჟო  მოედანი უნდა  შემოიღობოს  დროებითი  ღობით. სახიფათო  ზონები  აღინიშნოს  კარგად  დასანახი   ნიშნებით.

   დემონტაჟის სახიფათო ზონების მოცემული რადიუსები დაზუსტდეს ადგილზე. დროებითი შემოღობვის საკითხი დაზუსტდეს ადგილზე.

   ყველა მუშა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოთა წარმოებისას აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური უსაფრთხოების კომპლექტით(უსაფრთხოების ქამრები,რეზინის ფეხსაცმელები, რეზინის ხელთათმანები,ჩაფხუტები და სხვა). აკრძალულია სადემონტაჟო

                                                        12                                                  

სამუშაოებზე მუშათა დაშვება დამცავი ჩაფხუტის,უსაფრთხოების ქამრების,რესპირატორებისა და დამცავი სათვალეების გარეშე.

     აკრძალულია მანქანა-მექანიზმების მუშაობა უშუალოდ მოქმედი ელ. გადამცემი ხაზების ქვეშ.

    მოქმედი ელ.გადამცემი ხაზების სიახლოვეს მანქანა-მექანიზმების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ დამშვები განწესის საფუძველზე.

    სადემონტაჟო სამუშაოებზე დასაქმებულებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სისტემური სწავლება უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. მხოლოდ ამ სწავლებების შემდეგ არის ნებადართული მათი დაშვება სადემონტაჟო სამუშაოებზე.

    ყოველი მომუშავე სამუშაოს წარმოებისას უნდა იმყოფებოდეს უშუალოდ თავის სამუშაო ადგილზე,მოერიდოს სახიფათო ზონებში ყოფნას და სიარულს,დაემორჩილოს ამკრძალავ,გამაფრთხილებელ და მიმთითებელ ნიშნებს. სამუშაოები უნდა სწარმოებდეს უშუალოდ სამუშაოთა მწარმოებლის მეთვალყურეობით.

    სამშენებლო ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე.

    სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას მიღებული უნდა იქნას ზომები და შემუშავდეს ღონისძიებები გარემოსა და გარშემომყოფთა დასაცავად მტვრისგან და ხმაურისგან.

 

პირობა
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.