|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ ლანჩხითის #2 საჯარო სკოლა
განაცხადის #:101307OIG47889518 აუქციონის #: 101307 ლოტის #: 478895 დაწყება/დასრულება: 12/01/2018 15:30 - 14/01/2018 12:30 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 30GEL
დასრულების დრო: 14.01.2018 12:30:00
გაყიდვის ფასი : 46.0000 GEL
საწყისი ფასი: 45 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლა მისამართი: ლანჩხუთის რაიონი / ბაგრატიონის 10 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
კვადრატულობა(მ²) | 71.4 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ლანჩხუთი | შენობის ფართობი(მ²) | 71.4 | საკადასტრო კოდი | 27.06.54.012 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საკონტაქტო პირი ირინე შარაბიძე, ტელეფონის ნომერი 577973812 |
მოკლე აღწერილობა |
სადემონტაჟო საქვაბის შენობა მდებარეობს ქ. ლანჩუთის N 2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. არსებული საქვაბის შენობა (02) არის ერთსართულიანი, მართკუთხედის ფორმის, ზომებით ღერძებში 6x8 მ. აშენებულია 1972 წელს. საძირკვლები-მონოლითური რკ/ბეტონის. მზიდი კედლები - წითელი აგურის დახურვა-ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილებით. სახურავი - ბრტყელი. საქვაბის მზიდი კედლები ნაწილობრივ ჩამოშლილია. დახურვის ღრუტანიან ფილებში არმატურა კოროზირებულია. საქვაბის შენობა კონსტრუქციული დასკვნის თანახმად ექვემდებარება დემონტაჟს. ქ. ლანჩხუთის N 2 საჯარო სკოლის საქვაბის შენობის სადემონტაჟო სამუშაოები სრულდება ორ რიგად: პირველი რიგი-მოსამზადებელი სამუშაოები. მეორე რიგი-დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები. მოსამზადებელ პერიოდში სრულდება შემდეგი სამუშაოები: 1)საქვაბის სადემონტაჟო შენობის კონტურის გარშემო ( ამწის სამუშაო ღერძის გარდა) გარე კონტურიდან 3 მეტრის მანძილზე ეწყობა დროებითი ღობე მავთულბადისგან (დემონტაჟის სახიფათო ზონის შემოსაზღვრა). ეწყობა ასევე სადემონტაჟო მოედნის მთლიანი შემოღობვა დროებითი ღობით. 2)შენობის შიგა ელ.ქსელის და წყლის ქსელის გამორთვა გარე საკომუნიკაციო ქსელებიდან (არსებობის შემთხვევაში). 3)მტვრისგან და ხმაურისგან დამცავი ღონისძიებების განხორციელება. 4)სახიფათო ზონების ამკრძალავი, გამაფრთხილებელი ნიშნების და სიგნალების მოწყობა. 5) დროებითი სასაწყობო მოედნის და დროებითი შენობის მოწყობა. ძირითად პერიოდში ხორციელდება საქვაბის შენობის სადემონტაჟო სამუშაოები შემდეგ ეტაპებად: Iეტაპი - სახურავის დემონტაჟი IIეტაპი -ანაკრები რკ/ბეტონის დახურვის ღრუტანიანი ფილების დემონტაჟი 7 III ეტაპი- წითელი აგურის მზიდი კედლების დემონტაჟი IVეტაპი- საძირკვლების დემონტაჟი სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ , „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“, ელემენტური დაშლისა და გამსხვილებული ბლოკებით დაშლის მეთოდებით, დემონტაჟის ტექნოლოგიის შესაბამისად. მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟი სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით: ა)დახურვის ანაკრები ღრუტანიანი ფილების დემონტაჟი ბ) წითელი აგურის მზიდი კედლების დემონტაჟი. გ) საძირკვლების დემონტაჟი I. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები
საქვაბის შენობის სადემონტაჟო სამუშოთა წარმოებისას მკაცრად უნდა იქნას დაცული სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან შიგა ელ. ქსელი,წყალმომარაგების ქსელი (არსებობის შემთხვევაში). ანაკრები რკ/ბეტონის ღრუტანიანი ფილების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი ტექნიკური მდგომარეობა,განლაგება და მაქსიმალური წონა. მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული დემონტაჟის დაწყება. სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ ანუ „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“. აგურის მზიდი კედლების დემონტაჟის დაწყება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დახურვის ყველა ანაკრები ღრუტანიანი ფილა დემონტირებულია. ყველა კონსტრუქცია დემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაშიშვლდეს. პირველ რიგში დემონტირებულ იქნას ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კონსტრუქციები. სადემონტაჟო სამუშაოები ელემენტების შესაბამისად სწარმოებს შემდეგნაირად: კარებების,ფანჯრების,სახურავის დემონტაჟი ხორციელდება ხელით,ელემენტური დაშლით. აგურის მზიდი კედლების დემონტაჟი ხორციელდება ორი მეთოდით:
9 1)ელემენტური დაშლის გზით-მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი აგურის კედლების დემონტაჟი 2)მონგრევის გზით- უვარგისი აგურის კედლების დემონტაჟი. დახურვის ანაკრები ღრუტანიანი რკ/ბეტონის ფილების დემონტირება და ტრანსპორტირება მიწამდე ხორციელდება საავტომობილო ამწით, ტვირთამწეობით 16ტნ. გადახურვის ფილის კონსტრუქციის დემონტაჟი ხორციელდება ელემენტური დაშლის მეთოდით შემდეგნაირად: 1)ხდება გადახურვის კონსტრუქციის პირაპირების შეერთებებისა და სარტყელების ბეტონის შრის დაშლა ხელით,სანგრევი ჩაქუჩით. 2)ხდება ამწით ფილის კონსტრუქციის დაჭერა ბაგირჩამჭიდების მეშვეობით. 3)ხდება ლითონის დამაკავშირებელი ელემენტების ჩაჭრა და ფილის გათავისუფლება 4)ამის შემდეგ განთავისუფლებული კონსტრუქცია საავტომობილო ამწით ბაგირჩამჭიდების საშუალებით დემონტირდება სასაწყობო ადგილზე. სამშენებლო ნაგვის აღება ხორციელდება ექსკავატორით ჩამჩის ტევადობით 0. 5 მ3. ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით. ობიექტის მეპატრონის გადაწყვეტილების შემთხვევაში მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალები და კონსტრუქციები დასაწყობდება დროებით სასაწყობო მოედანზე. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას საავტომობილო ამწე მოძრაობს საქვაბის შენობის გარე კონტურის გასწვრივ, კონტურთან მიბმით 4,0 მ-ზე.(იხ. „სადემონტაჟო გენგეგმა“).
10 საავტომობილო ამწე მუშაობს როგორც ისრულ, ასევე ისრულ-ბატიყელიან შესრულებაში. სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება „ზემოდან-ქვემოთ“ ხორციელდება დახურული ღარების მეშვეობით. სამუშაოთა წარმოებისას დაცული უნდა იქნას სნდაწ - III-4-80*-ის მოთხოვნები, ასევე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.
VI.საჭირო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი საქვაბის შენობის სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი: 1. საავტომობილო ამწე, ტვირთამწეობით 16ტნ. -1 ცალი 2. ექსკავატორი „უკუჩამჩა“, ტევადობით 0. 5მ3-1ცალი 3. მოძრავი კომპრესორი-1ცალი 4. ავტოთვითმცლელები-1ცალი 5. ბორტული ავტომანქანა-1ცალი 6. სპეციალიზირებული ტრანსპორტი (ფილამზიდი)- 1ცალი დემონტაჟისათვის აუცილებელია ასევე შემდეგი მცირე მექანიზაციის საშუალებები და ინვენტარი: 1. მცირე მექანიზაციის საშუალებები-1კომპლექტი 2. პნევმატური სანგრევი ჩაქუჩები-1ცალი 3. ელექტროსანგრევი ჩაქუჩები-1ცალი 4. ელექტრული ჭრის მექანიზმი-1ცალი 5. ინვენტარული ხარაჩოები-10მ2
11
VII. უსაფრთხოების ტექნიკა
ყველა სადემონტაჟო სამუშაო უნდა შესრულდეს სნდაწ - III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“-ის მოთხოვნების და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების მკაცრი დაცვით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოთხოვნების მკაცრი დაცვით. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შენობის შიგა ელ.ქსელი და წყლის ქსელი უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან (არსებობის შემთხვევაში). ფილების ანაკრები კონსტრუქციის დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი წონები,განლაგება და ტექნიკური მდგომარეობა. პირველ რიგში დემონტირებულ უნდა იქნას ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კონსტრუქციები. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას წარმოშობილი სახიფათო ზონების საზღვრები სადემონტაჟო შენობის კონტურიდან შეადგენს 3.0 მეტრს. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სადემონტაჟო მოედანზე და განსაკუთრებით კი დემონტაჟის სახიფათო ზონებში.სადემონტაჟო მოედანი უნდა შემოიღობოს დროებითი ღობით. სახიფათო ზონები აღინიშნოს კარგად დასანახი ნიშნებით. დემონტაჟის სახიფათო ზონების მოცემული რადიუსები დაზუსტდეს ადგილზე. დროებითი შემოღობვის საკითხი დაზუსტდეს ადგილზე. ყველა მუშა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოთა წარმოებისას აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური უსაფრთხოების კომპლექტით(უსაფრთხოების ქამრები,რეზინის ფეხსაცმელები, რეზინის ხელთათმანები,ჩაფხუტები და სხვა). აკრძალულია სადემონტაჟო 12 სამუშაოებზე მუშათა დაშვება დამცავი ჩაფხუტის,უსაფრთხოების ქამრების,რესპირატორებისა და დამცავი სათვალეების გარეშე. აკრძალულია მანქანა-მექანიზმების მუშაობა უშუალოდ მოქმედი ელ. გადამცემი ხაზების ქვეშ. მოქმედი ელ.გადამცემი ხაზების სიახლოვეს მანქანა-მექანიზმების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ დამშვები განწესის საფუძველზე. სადემონტაჟო სამუშაოებზე დასაქმებულებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სისტემური სწავლება უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებში. მხოლოდ ამ სწავლებების შემდეგ არის ნებადართული მათი დაშვება სადემონტაჟო სამუშაოებზე. ყოველი მომუშავე სამუშაოს წარმოებისას უნდა იმყოფებოდეს უშუალოდ თავის სამუშაო ადგილზე,მოერიდოს სახიფათო ზონებში ყოფნას და სიარულს,დაემორჩილოს ამკრძალავ,გამაფრთხილებელ და მიმთითებელ ნიშნებს. სამუშაოები უნდა სწარმოებდეს უშუალოდ სამუშაოთა მწარმოებლის მეთვალყურეობით. სამშენებლო ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისას მიღებული უნდა იქნას ზომები და შემუშავდეს ღონისძიებები გარემოსა და გარშემომყოფთა დასაცავად მტვრისგან და ხმაურისგან.
|
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |