>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. გარდაბანში დ. აღმაშენებლის #27 მდებარე მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული (ყოფილი საავადმყოფო) შენობა ნაგებობები(პირობიანი ელ აუქციონი)

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 31810CGH42385017   
აუქციონის #: 31810
ლოტის #: 423850
საქმის ნომერი
3
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
11/04/2017 16:00 - 10/05/2017 16:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ლოტის სტატუსი
Closed
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 432000 e
ვაჭრობის ბიჯი: 64800 e
საგარანტიო თანხა: 43200 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 27.05.2017
თვისებები
განმკარგავი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აღმაშენებლის #27საქმის ნომერი3
ბრძანების ნომერი589ქვეყანასაქართველო
ქალაქიგარდაბანიმიწის ფართობი(მ²)10875
საკადასტრო კოდი81.15.13.45481.15.13.453Rs რუკის მხარდაჭერა
წყალი და კანალიზაციაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზისაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა15
აღწერილობა
აღწერილობა

 ყურადღება! ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.ოქმის გაფორმების შემდეგ უნდა გაფორმდეს  აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება).

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას

  აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში გადაიხადოს ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა.

ოქმისა და ხელშეკრულების გაფორმების ასევე თანხის სრულად გადახდის ვადა  არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან  შეთანხმებით,  საკონტახტო პირი: ილგამ მამედოვი; 591 180 580

მოკლე აღწერილობა

1) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. გარდაბანში დ. აღმაშენებლის #27 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობები (ყოფილი საავადმყოფოს შენობები პირობიანი ელ აუქციონი)                     ს/კ81.15.13.453  და 81.15.13.454

2) 81.15.13.454 საკადასტრო კოდზე მითითებულ შენობა-ნაგებობა #1-ის I სართულზე არსებული 150 კვ.მ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

3) 81.15.13.453 საკადასტრო კოდზე მითითებულ შენობა-ნაგებობა #1-ის სახურავზე განთავსებული 8 კვ ფართი გაცემულია იჯარით 2 წლის ვადით , რომელიც გაუქმდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად პრივატიზაციის შემთხვევაში.

4) 81.15.13.453 საკადასტრო კოდზე არსებული 99 კვ.მ დატვირთულია სერვიტუტით.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში).

პირობა

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,  2(ორი) წელში გახსნას მრავალფუნქციური სავადმყოფო რომელსაც ასევე სავალდებულოა, რომ ჰქონდეს სატიონარი/ამბულატორია, ემერჯენსი, კარდიოლოგია, ბავშვთა პედიატრია და გახსნიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში შეინარჩულოს სავადმყოფოს პროფილი.



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.