საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.08.2021 16:58:00 მოკლე ინფორმაცია აუქციონის შესახებ (აუქციონის შესახებ სრული ინფორმაცია იხ. თანდართულ პირობებში. ამ ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციასა და აუქციონის პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება აუქციონის პირობებს): ქონების ტიპი:არამატერიალური ქონებრივი სიკეთე ქონება:ნებართვა
აუქციონი ითვალისწინებს გამარჯვებული პირისათვის გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური ნებართვის გადაცემას 15 წლის ვადით, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, აუქციონის პირობების დანართი №1-ში მოცემულ ადგილებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პარამეტრების გარე რეკლამების განთავსების მიზნით (შემდგომში - „არსებული ობიექტები“). (იხ. თანდართული აუქციონის პირობები); აუქციონის სრული საფასური გადახდილ უნდა იქნას ერთჯერადი, წინასწარი გადახდის გზით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ; გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის მცირე საშუალებები აუქციონის პირობებში მითითებული ოდენობებითა და წესით; იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულ პირს სურს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოიპოვოს გარე რეკლამის განთავსების უფლება არსებული ობიექტებისგან განსხვავებულ (დამატებით) ადგილებზე ან/და მეტ ფართობზე, ასევე, მცირე საშუალებების აუქციონი პირობებით განსაზღვრულზე მეტ რაოდენობაზე (შემდგომში - „ახალი ობიექტები“), ახალი ობიექტის განთავსების ნებართვის მოპოვების სანაცვლოდ, მან მუნიციპალიტეტს დამატებით უნდა გადაუხადოს ამგვარი ცვლილებით გამოწვეული გაუმჯობესების შესაბამისი საბაზრო ღირებულება; აუქციონის პირობების დანართი N3-ში მითითებული ობიექტები განკუთვნილია ზე და ასევე, სხვა ნებისმიერ ადგილზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, შეუზღუდავად განათავსოს ნებისმიერი სახის სარეკლამო ინფრასტრუქტურა და გაავრცელოს მასზე ისეთი სახის რეკლამა, რომელიც ემსახურება საზოგადოების (მისი ნაწილის) ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. გამარჯვებული პირი ვალდებულია, ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მუდმივად უზრუნველყოს პირობების დანართი N3-ში მითითებულ ადგილებზე ამავე დანართში მოცემული პარამეტრების სარეკლამო ინფრასტრუქტურის განთავსება, ასევე, მათი მოვლა-პატრონობა, რემონტი/განახლება (საჭიროებისამებრ), მათი თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნება და მათზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ი) მიერ მიწოდებული გარე რეკლამის გავრცელება და ამ მიზნით, სხვა შესაბამისი სამუშაოების გაწევა/ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი ხარჯებით; აუქციონის სრული საფასურის (ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულებით დადგენილ ან/და ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში გადახდის დღიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში (მაგრამ არაუადრეს 2021 წლის პირველი სექტემბრისა) გაიცემა სანებართვო მოწმობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებები და სააგენტოს ბრძანება იხილეთ აქ: აუქციონის პირობები: დანართი N2 - არსებული ობიექტისა და დანართი N3-ით გათვალისწინებული ობიექტების ელექტრონული რუკა (ბმული); იხილეთ აქდანართი N3 - მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი გარე რეკლამის ობიექტები; იხილეთ აქდანართი N4 - საბანკო გარანტიის ფორმა. იხილეთ აქაუქციონის პირობების 2.11 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: |