>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მონიტორი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 24BK2912   
აუქციონის #: 24
ლოტის #: 29
რაოდენობა
1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
04/12/2012 12:00 - 11/12/2012 12:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
55 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 60 e
ვაჭრობის ბიჯი: 5 e
საგარანტიო თანხა: 6 e
თვისებები
განმკარგავი: სადაზღვევო კომპანია ვესტი
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისიელექტრო ტექნიკის ტიპიკომპიუტერის ნაწილები
ელექტრო ტექნიკის მწარმოებელისხვარაოდენობა1
გადახდის ბოლო ვადა21.12.2012Wi-Fi
bluetooth ბარათის წამკითხავი
USB2.0USB3.0
კამერაოპერაციული სისტემა
მიკროფონიVGA
GPRS
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
სავარაუდოდ არამუშა მდგომარეობში;  ელ-სადენის გარეშე.
აღწერილობა
გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალისისტემით:

საგარანტიო თანხის  და დარჩენილი ღირებულების სს "ლიბერთი ბანკში" ნაღდი ფულით გადახდის დროსგადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში (თანხის გადახდა არ უნდა მოხდეს გადარიცხვით). გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში  წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი). 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:2 601–601 ან 577 40 24 44


დანართი1

ხელშეკრულება

რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით ,
თქვენ ადასტურებთ , რომ გაეცანით და დაეთანხმეთ
წინამდებარე ხელშეკრულებას .

ნებისმიერი პირი , რომელსაც სურს შეიძინოს / ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება , ივაჭროს ან გამოიყენოს სხვა რაიმე მომსახურება, რომელსაც თავაზობს ვებგვერდი, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს.

ვებგვერდის გამოყენებამდე , გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს . რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ , თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში , რაც ნიშნავს იმას , რომ განაცხადეთ თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების თქვენზე გავრცელებაზე .

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო “ ( შემდგომში სააგენტო ) და ნებისმიერი პირი , რომელიც დარეგისტრირდება ვებგვერდზე ( შემდგომში - მომხმარებელი ).

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს /ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონება.

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემძენი/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიმღები და/ან სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი , სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ, ავტომატურად ხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც ფიზიკური პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის სახელი,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი.“

3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ და „დასახელების“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც იურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის დასახელება,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი“.

4. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი „დადასტურების ელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, ასევე აქვს სიახლეების ხელმოწერის შესაძლებლობა.

5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.

2. სააგენტო, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შემთხვევაში, უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონული) წარდგენა/გააქტიურება, რომლის მოქმედების ვადა უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

3. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას.

4. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტაუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის ელექტრონული) წარადგინოს/გაააქტიუროს თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

5. ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

6. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში,“ საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

7. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის (ინტერნეტაუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

8. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიღების თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

9. ინტერნეტაუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც ინტერნეტაუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტაუქციონი გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

10. ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა ინტერნეტაუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტაუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

11. ინტერნეტაუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის, ადგილის და ა.შ. მითითებით).

12. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

13. ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე, საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაუბრუნდება ინტერნეტაუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში იმ საბარათე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბეს გადახდა, ხოლო www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, ინტერნეტაუქციონის შედეგების დადგომისთანავე, მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე, ან სს ,,ლიბერთი ბანკის' ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე..

მუხლი 5. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით სარგებლობაში გადაცემა

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით სარგებლობაში გადაცემის დროს, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულ პირს ქონება გადაეცემა სარგებლობაში განსაზღვრული ვადით, საზღაურის სანაცვლოდ, მისი შესყიდვის უფლებით.

2. ინტერენტაუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან, არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში, სააგენტოსა და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მხარეები თანხმდებიან შესაბამის პირობებზე.

მუხლი 6. ინტერნეტმაღაზია

1. ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია.

2. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომელსაც მითითებული აქვს სიმბოლო .

3. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

4. ინტერნეტ–მაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მუხლი 7. მხარეთა უფლებამოსილება

1. სააგენტო უფლებამოსილია :

ა) შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღების წესი, ინტერნეტ–მაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს. ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითონ სააგენტოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგიტრაცია და შესვლა ვებგვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. სააგენტო ვალდებულია :

ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შემძენს, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, ხოლო ლიზინგის ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების სარგებლობაში მიმღებს, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასცეს ქონება;

ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია :

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს/ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება და/ან შეიძინოს სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია :

ა) დაიცვას ხელშეკრულების პირობები;

ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს ქონების ღირებულება;

გ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა;

დ) მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

მუხლი 8. ანგარიშსწორება

1. ინტერნეტ აუქციონი :

ა) მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე საბანკო დაწესებულებაში. ბეს, ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონულის) წარდგენა ხორციელდება ვებგვერდის www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით.

ბ) მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით (www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას) თანხის გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებაში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს და ინტერნეტაუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

გ) საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკურ ბარათს და ახორციელებს გადახდას.

დ) იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგარანტიო თანხის, ქონების დარჩენილი ან მთლიანი ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშწორების მეშვეობით, ვალდებულია:

დ.ა) ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან „დანიშნულება“ მონიშნოს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და გადაიტანოს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში;

დ.ბ) თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. 28 საათის ათვლა მოხდება სამუშაო დღეების გათვალისწინებით.

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა არ იქნება ასახული სისტემაში, შესაბამისად, მომხმარებელს არ ჩაეთვლება გადახდაში და სააგენტო იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

ვ) თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.

ზ) ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

თ) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა ქონების საფასური უნდა გადაიხადოს ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების შემთხვევაში - სახელმწიფო ბიუჯეტში.

ი) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიღების შემთხვევაში, ლიზინგის საგნის შესყიდვის მთლიანი ღირებულება და სარგებლობის თანხა, ასევე თანხის გადახდის ვადები განისაზღვრება სააგენტოსა და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

კ) ქონების შეძენის შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის და ქონების მიღების შემდეგ.

ლ) სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მ) www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, ინტერნეტაუქციონის შედეგების დადგომისთანავე, მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე, ან სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

2 . ინტერნეტმაღაზია :

ა) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საბანკო პლასტიკური ბარათით ვებგვერდიდან.

ბ) გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 10 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 10 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გ) წარმატებული გადახდის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, თუ სად და როდის სურს მას შეძენილი ქონების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ექვემდებარება ადგილზე მიტანის სერვისს.

მუხლი 9. ქონების მიღება

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით შეძენის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული არ სარგებლობს ,,ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით).

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

გ) თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევისთვის დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების რეალიზაციისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

2. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების შემთხვევაში:

ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში არ სარგებლობს ,,ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით);

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს გაფრთხილებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), რომელშიც მიეთითება ქონების გატანის დამატებითი ვადა, არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული/დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;

გ) თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე; ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევისთვის დადგენილი ნორმებით. ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშლება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

დ) სააგენტოს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტზე მხარეთა და/ან უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებით.

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით სარგებლობაში მიღების შემთხვევაში, ქონების მიწოდების ვადა და ადგილი განისაზღვრება სააგენტოსა და ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ვ) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.

ზ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენისას, მყიდველი ვალდებულია არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში გაიტანოს ეს ქონება, იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებაზე არ ვრცელდება ,,ადგილზე მიტანის" მომსახურება. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი კარგავს უფლებას ქონებაზე და მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

თ) იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება ,,ადგილზე მიტანის" მომსახურება, მყიდველმა ვებგვერდზე უნდა შეავსოს ადგილზე მიტანის განაცხადი და 24 საათის განმავლობაში მიიღებს შეძენილ ქონებას.

ი) სააგენტოს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება ითვლება შესრულებულად ინტერნეტაუქციონის ფორმით ქონების შემძენის/ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების მყიდველის განკარგულებაში გადაცემის შემდეგ, ინტერნეტაუქციონის შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.

კ) რეალიზებული და გადაცემული (გარდა ლიზინგის ფორმით საგებლობაში გადაცემისა) ქონება არ შეიძლება დაუბრუნდეს სააგენტოს.

მუხლი 10. მხარეთა პასუხისმგებლობა

წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. კონფიდენციალურობა

1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

2. აკრძალულია ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სააგენტო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლისგან რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია მესამე პირთან.

4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.

მუხლი 12. მოქმედი კანონმდებლობა

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მუხლი 13. დამატებითი პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ისეთი სახეობის ქონების შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ სამსახურში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე შეძენილი ქონების გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.

4. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.