|
აღწერილობა | აუქციონში მონაწილეობისათვის შესატანი „ბე-ს“ მოცულობა შეადგენს ქონების
საწყისი სააუქციონო ფასის 10%-ს, რომელიც ჩარიცხული/შეტანილი უნდა იქნეს
საქართველოს ეროვნული ბანკის N GE88NB0450100117904101 ანგარიშზე, ბე-ს
შეტანის დღეს არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (ს/კ 203 824 148, ბანკის
,,შჭIFთ’’ კოდი: BNLNGE22). აუქციონის დასრულების შემდეგ მოხდება შეძენილი
უძრავი ქონების ღირებულების დაფიქსირება ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდაც
სავალდებულოა დადგენილ ვადებში. მყიდველს გადახდილი ბე-ს თანხა ჩაეთვლება
საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბე-ს შემოტანის დღეს არსებული კურსით.
განაცხადი (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის და ობიექტის შესახებ),
„ბე“-ს შეტანის ქვითარი, აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა, იურიდიული პირების მონაწილეობის შემთხვევაში,
დამატებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წარედგინება სააუქციონო კომისიის
მდივანს რეგისტრაციისათვის, რის შემდეგაც გაიცემა „მონაწილის ბილეთი“.
უმცირესი ,,ბიჯი’’ შეადგენს 50 000 დოლარს. აუქციონის დასრულების შემდეგ
დგება ოქმი, რომლის ხელმოწერიდან ხუთ სამუშაო დღეში მყიდველმა ოქმში
მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს ობიექტის მთლიანი თანხა ან ნახევარი
მაინც, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს,
ნაღდი ფულით ან გადარიცხვით. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში
მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების მხოლოდ ნახევარი, გადახდის ვადა
გახანგრძლივდება ოქმის ხელმოწერიდან კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ
მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას,
მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ,,ბე’’ არ
დაუბრუნდება. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების რეალიზაციის
მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს
რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე
მაღალ ფასს შესთავაზებს. ასევე აუქციონში გამარჯვებულის დადგენის და მის
მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხის სრულად დაფარვის შემდეგ უძრავი ქონების
მყიდველის სახელზე გადაფორმება მოხდება 10 დღის განმავლობაში, ხოლო
შენობის დაცლა და გადაცემა სამი თვის ვადაში. პირს უფლება აქვს
ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში
მონაწილეობაზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 48 საათით ადრე.
შემოტანილი ბეს საფასურის უკან დაბრუნდება მოხდება შემოტანილი ბეს ლარების
შესაბამისად. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღებას
კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის
დაწყებამდე 24 საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები
არ მიიღება.
დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების
მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ სააუქციონო კომისიის მდივანს ქალბატონ თამარ
რუსეიშვილს, (ტელ:2 40-64-97, მობ: 599 57-45-64, მის: ქ. თბილისი,
ლეონიძის 3/5, ოთახი N310) ელ. ფოსტა ტრუსეისჰვილი@ნბგ.გოვ.გე, უძრავი
ქონების სანახავად მიმართეთ ბექა ბარბაქაძეს (ტელ: 2 40-63-97, მობ: 577
98-40-34).
| |
მოკლე აღწერილობა | 2012 წლის 5 ნოემბერს, დღის 12 საათზე,საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულშენობაში (ლეონიძის ქ. 3/5, ოთახი N208) ჩატარდებასაჯარო აუქციონი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე(საერთო ფართით 2625 კვ.მ., მათ შორის: დაახლოებით 1300 კვ.მ. - საოფისე ფართი; 530კვ.მ. - დამხმარე ფართი (სანკვანძი, აივანი, კიბის უჯრედი, ლიფტის შახტა); 795კვ.მ. - ავტოსადგომი შენობის მინუს ერთ და მინუს ორ სართულებზე), მდებარე: ქ.თბილისი, ვ. ბერიძის ქ. N6. | |
პირობა |
| |