იყიდება ნადარბაზევის ტბა. (თევზჭერის ლიცენზია N:1000014 - 2030 წლამდე და შემდგომში ლიცენზიის გაგრძელების პერსპექტივით) წყალსაცავი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორის მახლობლად (გორი-თბილისის ავტობანიდან 3-5წთ). სარკის მინიმალური ფართობი 65 ჰა, ტბა მდიდარია თევზით გარდა საკუთარი მარაგისა, ჩვენს მიერ 3 წლის მანძილზე გაშვებული იქნა დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჯიშის თევზი რომლებმაც უკვე მიაღწია სასაქონლო წონებს: • ლოქო ჭრელი (ალაზნის) 1000 ცალი - 4-6 კგ • სქელშუბლა თეთრი 60,000 ცალი 1.5-2 კგ • თეთრი ამური 25,000 ცალი - 2 - 4 კგ • კობრი 10,000 ცალი - 2 – 4კგ • საალაფო კობრი/ამური - 50 ცალი - 10კგ+ (მათ შორის თბილისის ზღვაზე დაჭერილი საქართველოს რეკორდი კობრი - ოსკარი 25კგ) • კაპარჭინა (ლეშა) 2,000 ცალი - 100-300გრ ტბა უზრუნველყოფილია 24 სთ-იანი დაცვით, სათვალთვალო კამერებს, ჩამწერს და ზოგადად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ჩვენს მიერ დამონტაჟებულ მზის პანელები. დაცვის თანამშრომლებისთვისა და მეთევზეებისთვის განკუთვნილია საცხოვრებელი კონტეინერი. სამეურნეო საქონელი ინახება სასაწყობო კონტეინერში. ტბას ასევე მოყვება კატერი ბენზინის ძრავით. ტბას ჰყავს საკმაო რაოდენობის მეთევზე კლიენტურა რაც საკმარისია წლიური მიმდინარე ხარჯების (ხელფასები, საწვავი და ა.შ) დასაფარად. ამას გარდა ტბის შეძენისას ჩვენ განვახორციელეთ იხტიოლოგიური კველავა, საკონტროლო თევზჭერა და წყლის ხარისხის ლაბორატორიული ანალიზი. ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით წყალი შეესაბამება დასაშვებ ნორმებს. დიდი რაოდენობის ფიტო და ზოოპლანქტონის გამო იხტიოლოგების რეკომენდაციით ტბა გახლავთ განსაკუთრებით შესაფერისი სქელშუბლისა და კობრის მოსაშენებლად. თუმცა ჩვენს მიერ ჩასმული 250გრ-იანი ლოქოები მოკლე პერიოდში გაიზარდნენ 4-6კგ-მდე დიდი რაოდენობით ცოცხლი საკვების გამო.
ჩვენი ლინკები https://www.facebook.com/groups/1666409223587002/ https://sportfishing.ge/forum/index.php?/topic/108-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%90/page-5 |