>
პარტნიორები
კატეგორია: სხვადასხვა > სხვა
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სათაფლიის აღკვეთილში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL59686719   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 596867
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
30/04/2019 12:00 - 10/05/2019 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
831 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 1000.00 e
ტელეფონი: 591197727
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ბრძანების ნომერიNო-81ქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ბანოჯა, სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორია
გადახდის ბოლო ვადა22.05.2019ტელეფონის ნომერი591197727
აღწერილობა
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში, სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.008) 5 440 კვ.მ ფართზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით უზრუნველყოს თოკების პარკის, ხოლო 725 კვ.მ და 910 კვ.მ მიწის ფართებზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირება.

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) აუქციონში გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებიდან 15 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.

დ) თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და შემდგომში მათი ოპერირება/ფუნქციონირება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

4. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის (სარგებლობის) უფლების ვადად განისაზღვრება 20 (ოცი) წელი.

5. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 1 750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარს, დღგს ჩათვლით.

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 70 (სამოცდაათი) ლარი). („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით.

მოკლე აღწერილობა
ელექტრონული აუქციონი ტარდება სათაფლიის აღკვეთილში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.