>
პარტნიორები
კატეგორია: სხვადასხვა > სხვა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქ. სიღნაღში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე არსებული10 კვ.მ. ფართზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 82406KGV58594319   
აუქციონის #: 82406
ლოტის #: 585943
დაწყება/დასრულება
28/02/2019 12:00 - 29/03/2019 12:00
ნახვა:
481 ჯერ
საწყისი ფასი: 350 e
ვაჭრობის ბიჯი: 50 e
საგარანტიო თანხა: 50 e
ტელეფონი: 0-355-23-23-11
თვისებები
განმკარგავი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქვეყანასაქართველოქალაქისიღნაღი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კოსტავას ქუჩაგადახდის ბოლო ვადა15.04.2019
ტელეფონის ნომერი0-355-23-23-11
აღწერილობა
პირობა

აუქციონის პირობა: 1. გარე რეკლამის განთავსების ადგილის განსაზღვრა, ან/და ამ ადგილზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარულად გამოცხადების საფუძველს.

2. გარე რეკლამის განთავსების ადგილის განსაზღვრა, ან/და ამ ადგილზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების სფუძველს.

მოკლე აღწერილობა

გარე რეკლამის განთავსებისათვის კოსტავას ქუჩაზე მდებარე საყრდენ კედელზე გამოყოფილი 10 კვ.მ. ფართი: სულ 1 ერთეული.  

    გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა −1 წელი

აღწერილობა

განცხადებისმიღებისადგილი:

      ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

      განცხადებების მიღება დაიწყება 28 თებერვალს 12 საათზე და შეწყდება 29 მარტს 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

 საბანკო რეკვიზიტები ბე- და ბილეთის ღირებულებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, .ს. ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი,საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800,  აუქციონში გამარჯვებულისთვის:  საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურის გადახდისათვის − 300523106.

აუქციონშიმონაწილეობა:

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია).

)         ბე- და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

)        განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

)         ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით.

          საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. რეკლამის ნებართვა გაცემულად ითვლება აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

       გარე რეკლამის განთავსებისათვის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში გადაიხადოს რეკლამის განთავსების სრული საფასური. თუ გამარჯვებული დადგენილ ვადებში არ გადაიხდის რეკლამის ნებართვის განთავსების სრულ საფასურს, მას არ მიეცემა ნებართვა და შეტანილი ,,ბე არ დაუბრუნდება. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებული „გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის“ შესაბამისად.

           ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.  ტ. 0(355) 23 23 11.