განცხადების მიღების ადგილი:
ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 1 ოქტომბერს და შეწყდება 30 ოქტომბერს, 12 საათზე, (თუ შეწყვეტის თარიღი დაემთხვა არასამუშაო დღეს განცხადებების მიღება შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს დღის 12 საათზე). აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. საბანკო რეკვიზიტები ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის, აგრეთვე აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, ს.ს. ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურის გადახდისათვის − 300523106.
აუქციონში მონაწილეობა:
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. გარე რეკლამის განთავსებისათვის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში გადაიხადოს რეკლამის განთავსების სრული საფასური. თუ გამარჯვებული დადგენილ ვადებში არ გადაიხდის რეკლამის ნებართვის განთავსების სრულ საფასურს, მას არ მიეცემა ნებართვა და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებული „გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესის“ შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
|