განცხადების მიღების ადგილი: ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 28 თებერვალს 12 საათზე და შეწყდება 29 მარტს 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. 1) საბანკო რეკვიზიტები ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე შენობით 300523212. 2) საბანკო რეკვიზიტები აუქციონში გამარჯვებული მყიდველისათვის (იჯარის ქირის საფასური) მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე შენობით 300523212. აუქციონში მონაწილეობა: აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობა). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მოსარგებლე მოქმედებს სხვა პირის სახელით სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა და თანახმაა შეასრულოს აუქციონის პირობა. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. თუ პირი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას, მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება.
ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.
სიღ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
|