>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქ. სიღნაღში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 82406KGV47759917   
აუქციონის #: 82406
ლოტის #: 477599
დაწყება/დასრულება
1/11/2017 15:00 - 30/11/2017 12:00
ნახვა:
650 ჯერ
საწყისი ფასი: 12500 e
ვაჭრობის ბიჯი: 300 e
საგარანტიო თანხა: 1300 e
თვისებები
განმკარგავი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლოლაშვილის ქ.6კონდიციონერი
შენობის ფართობი(მ²)346.4საკადასტრო კოდი56.14.41.130
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
ტელეფონიინტერნეტი
პარკირებალიფტი
ბუხარიავეჯი
აივანილოჯი
TVცხელი წყალი
ქვეყანასაქართველოქალაქისიღნაღი
გათბობასათავსო
აღწერილობა
აღწერილობა

     განცხადების მიღების ადგილი:

    ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

განცხადებების მიღება დაიწყება 1 ნოემბერს 15 საათზე და შეწყდება 30 ნოემბერს 12 საათზე.  აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

1)         საბანკო რეკვიზიტები ბე- და ბილეთის ღირებულებისათვის:

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე შენობით 300523212.

2) საბანკო რეკვიზიტები აუქციონში გამარჯვებულისათვის (იჯარის ქირის საფასური)

 მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე შენობით 300523212.

         აუქციონში მონაწილეობა:

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობა).

)     ბე- და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

)     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

)     განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მოსარგებლე მოქმედებს სხვა პირის სახელით

     სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

        საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

     აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას,  მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი ,,ბე არ დაუბრუნდება.

      ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში

           სიღნაღისმუნიციპალიტეტისგამგეობა

მოკლე აღწერილობა
შენობის I სართულზე არსებული 346.4 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სარგებლობაში (იჯარა) გაიცემა 2 წლის ვადით. 
პირობა

    აუქციონის პირობა:  ფართში აგრარული ბაზრის განთავსება.