1. ფართი იჯარით გაიცემა კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის სამი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით, ინვენტარის გარეშე. 4. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლოება; 5. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები; 6. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები და მისი საქმიანობით ხელი არშეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 7.მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართიშესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით დაუზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 8.სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 9.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 10.გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 11.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 12.თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში; 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო დაგამოუხმობი საბანკო გარანტიის ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 14. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბეუპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია თუ შეცვლილი წესით ანდა პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 15. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი დაუსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართისშესაბამისად; 16.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციებისასკოლო კვების ორგანიზების შესახებ;; - აუქციონში მონაწილე რეგისტრირებული უნდა იყოს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (ბიზნეს ოპერატორი) და ქონდეს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (ბიზნეს ოპერატორად) მუშაობის გამოცდილება.
- მოახდინოს ელ.ენერგიის და წყლის მრიცხველის გამხოლოება, მოხმარებული წყლისა და ელ,ენერგიის გადასახადების გადახდა.
- მოიჯარის გასაყიდად შემოტანილი მზა პროდუქციის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და მისი ფასი შეესაბამებოდეს არსებულ საბაზრო ღირებულებას. ასევე მან უნდა უზრუნველყოს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
ა) მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალოს შემდეგი პროდუქტების გამოყენება: ა.ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ. ჩიფსები, ჟელიბონი და ა. შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი; ა.ბ) მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; ა.გ) სოკო ნებისმიერი ფორმით; ა.დ) დაკონსერვებული პროდუქტები; ა.ე) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; ა.ვ) გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა; ა.ზ) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი. ბ) მიზანშეწონილია სასკოლო კვების ორგანიზებისას გამოყენებულ იქნეს: ბ.ა) შემდეგი სასმელები: წყალი; ხილის წვენი; ხილის კომპოტი; კისელი; ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი); ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით); ჩაი და კაკაო. ბ.ბ) ხილი და ბოსტნეული. - მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ახალი პროდუქციის შემოტანა, აღნიშნული პირობის სამჯერ არშესრულება წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში გაუქმებულ უნდა იქნას საიჯარო ხელშეკრულება.
- გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონის დამთავრებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა, თან იქონიოს პირადობის მოწმობა და ზემოთ მითითებული დოკუმენტები:კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ (ბიზნეს ოპერატორად) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები .
სსიპ - წალენჯიხის მუნციიპალიტეტის ჭალის თემის #1 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე არსებული 30 მ² ფართი კვების ბლოკის (ბუფეტის) ფუნქციონირებისათვის.
საქონტაქტო ტელოფონის ნომერი : 577348477 სკოლის დირექტორი: ლოდიკო აკობია |