განცხადების მიღების ადგილი:
ქალაქი სიღნაღი,
დავით აღმაშენებლის
მოედანი №2, მუნიციპალიტეტის
შენობა, პირველი
სართული, მუნიციპალიტეტის
გამგეობის ქონების
მართვის, ეკონომიკური
განვითარების, სტატისტიკის,
ინფრასტრუქტურის, სივრცითი
მოწყობის, არქიტექტურისა
და მშენებლობის
სამსახური.
განცხადებების მიღება
დაიწყება 2 ოქტომბერს 12 საათზე
და შეწყდება
31 ოქტომბერს, 12 საათზე.
აუქციონი ჩატარდება
იმავე დღეს 13
საათზე.
1) საბანკო
რეკვიზიტები ბე-ს
და ბილეთის
ღირებულებისათვის:
სიღნაღის
მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო საბიუჯეტო,
ჯანდაცვისა და
სოციალურ საკითხთა
სამსახური, საიდენტიფიკაციო
კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე
300523313.
2) საბანკო
რეკვიზიტები აუქციონში
გამარჯვებული მყიდველისათვის (შესყიდვის
თანხა)
ხაზინის
ერთიანი ანგარიში,
მიმღები ბანკი:
სახელმწიფო ხაზინა,
ბანკის კოდი TRESGE22,
სახაზინო კოდი
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის
ნაკვეთებზე და მასზე განთავსებულ
შენობა-ნაგებობებზე
300523313).
აუქციონში მონაწილეობა.
აუქციონში
მონაწილეობა შეუძლიათ
ფიზიკურ ან
კერძო სამართლის
იურიდიულ
პირებს ან
პირთა გაერთიანებებს
რომელთა ქონებაშიც
საქართველოს სახელმწიფოს,
ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს
მონაწილეობის წილი 25%-ზე
ნაკლებია.
აუქციონში
მონაწილეობის მისაღებად
რეგისტრატორს უნდა
წარედგინოს შემდეგი
დოკუმენტები:
ა) ფორმის
მიხედვით შევსებული
განაცხადი (განაცხადის
ფორმას გასცემს
მუნიციპალიტეტის გამგეობა).
ბ) „ბე“-ს
და მონაწილის
ბილეთის ფასის
შენატანის დამადასტურებელი
საბანკო ქვითრები.
გ) პასპორტის
ან პირადობის
მოწმობის ასლი.
დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი
ამონაწერი
სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული
პირებისათვის).
ე) ნოტარიულად
დამოწმებული მინდობილობა,
თუ მყიდველი
მოქმედებს სხვა
პირის სახელით
სააუქციონო
კომისიის ზონარგაყრილ
წიგნში
განაცხადის რეგისტრაციის
მომენტიდან, განმცხადებელი
იძენს აუქციონში
მონაწილის სტატუსს.
საუკეთესო
წინადადებების გამოვლენის
კრიტერიუმია:
გამოცხადებულ საწყის
ფასზე „ბიჯის“
დანამატის შედეგად
მაქსიმალური ფასის
შეთავაზება. ქონება
ითვლება გაყიდულად/ნებართვა გაცემულად
აუქციონის იმ
მონაწილეზე, ვინც
აუქციონატორს ყველაზე
მაღალი ფასი
შესთავაზა).
აუქციონში
გამარჯვებული მყიდველი
ვალდებულია:
აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან
15 კალენდარული
დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღეში
დაფაროს საპრივატიზაციო ქონების სრული საფასური.
თუ მყიდველი
დადგენილ ვადებში
არ გადაიხდის
ქონების სრულ საფასურს,
მას არ
გადაეცემა საკუთრების
უფლება და
შეტანილი ,,ბე“
არ დაუბრუნდება.
ობიექტების
შესახებ დამატებითი
ინფორმაციის მიღება
შესაძლებელია სიღნაღის
მუნიციპალიტეტის გამგეობის
ქონების მართვის,
ეკონომიკური განვითარების,
სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,
სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და
მშენებლობის სამსახურში. ტელეფონი: (0355) 23 23 11.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა
|