>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დამხმარე სასწავლო ფლიგელები

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 72736IHM24658015   
აუქციონის #: 72736
ლოტის #: 246580
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
07/08/2015 16:00 - 21/08/2015 10:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
501 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1374 e
ვაჭრობის ბიჯი: 70 e
საგარანტიო თანხა: 700 e
თვისებები
განმკარგავი: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი კვალითი
Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
აღწერილობა

შემადგენლობა

ა)განმარტებითი ბარათი

  1. შესავალი;
  2. სადემონტაჟო ობიექტის დახასიათება;
  3. სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობა;

     IV.        სადემონტაჟოსამუშაოთა რიგობრიობა და ეტაპები;

  1. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები;
  2. საჭირო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი;
  3. უსაფრთხოების ტექნიკა;
  4. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა.

ბ) გრაფიკული ნაწილი

ნახაზი „მო-1“– „სადემონტაჟო გენგეგმა“

ნახაზი „მო-2“ - „სადემონტაჟო სქემები“

განმარტებითი ბარათი

  1. შესავალი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის საჯარო სკოლისშენობის დამხმარე ფლიგელების დემონტაჟის პროექტი დამუშავებულია სსიპ„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“-ს მიერ.

წინამდებარე „სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტი“დამუშავებულია შემდეგი მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების(სნდაწ) და ტექნიკურ-ნორმატიულიდოკუმენტების საფუძველზე:

1.სნდაწ 3.01.01-85* - „სამშენებლო წარმოების ორგანიზაცია“

2. სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“

3. სნდაწ - III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“

ასევე,სხვა მეთოდურ-ნორმატიული დამხმარე დოკუმენტაციის საფუძველზე.სადემონტაჟოსამუშაოების დაწყებამდე სნდაწ 3.01.01-85*-ის მოთხოვნის თანახმად დემონტაჟის შემსრულებელმაორგანიზაციამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტი“-სდამუშავება. აკრძალულია დემონტაჟის დაწყება დამტკიცებული „სამუშაოთა წარმოების პროექტი“-სგარეშე.

დამკვეთის მიერ აუცილებლად უნდა განხორციელდეს ტექნიკურიზედამხედველობა სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე.

დემონტაჟის შემსრულებელმაორგანიზაციამ ფლიგელების მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდაუზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული მიუროს მიერარასადემონტაჟო 3 სართულიანი.

გრძივი ფლიგელისსაძირკვლების განლაგების დონის და ტექნიკური მდგომარეობის, ასევე სხვა მზიდი კონსტრუქციებისტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. საჭიროების შემთხვევაში დამუშავდეს ღონისძიებებიმათი დაზიანებისგან დაცვის მიზნით.

  1. სადემონტაჟო ობიექტის დახასიათება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის საჯარო სკოლისტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა. გრძივი სამსართულიანი შენობა(ძირითადი ფლიგელი) არის არასადემონტაჟო, ასევე არასადემონტაჟოა არსებული ერთსართულიანიშენობა-ნაგებობები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზისეროვნული ბიურის სპეციალისტების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის №002049915-ისთანახმად დემონტაჟს ექვემდებარება სკოლის შენობის დამხმარე ფლიგელები, განლაგებულნიგრძივი არასადემონტაჟო ძირითადი ფლიგელის განივად.

სადემონტაჟო დამხმარე ფლიგელები არის მართკუთხედის ფორმის,თითოეული განაშენიანების ზომით 10x20 მ. ერთი ფლიგელი არის ორსართულიანი, ხოლო მეორე-სამსართულიანი (სარდაფის ჩათვლით).

სადემონტაჟო ფლიგელების მზიდი კედლები აგებულია აგურითდა წვრილი სამშენებლო ბლოკით. სართულშუა გადახურვა -ღრუტანიანი რკ/ბეტონის ფილებითდა ხის კონსტრუქციებზე. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ დაზიანებულია მზიდი კედლების

წყობა (ჩამოშლილია), დაზიანებულია ასევე რკ/ბეტონისსარტყელი ყველა სართულზე, სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები, სახურავის საფარიდა ხის კონსტრუქციები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დამხმარე ფლიგელების შემდგომიექსპლუატაცია დაუშვებელია და ფლიგელები ექვემდებარებიან დემონტაჟს.

  1. სადემონტაჟოსამუშაოთა ხანგრძლივობა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის  საჯარო სკოლის შენობის დამხმარე  ფლიგელების დემონტაჟის ხანგრძლივობა განსაზღვრულიასნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს და დამხმარე „სარეკონსტრუქციოდა სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა“-ს საფუძველზე და შეადგენს სამუშაოებისდაწყებიდან  3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელიპერიოდის ხანგრძლივობა-0,5 თვე.

ცალკეულ სადემონტაჟო სამუშაოთა ტქნოლოგიური თანამიმდევრობადა ხანგრძლივობა მოცემულია „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების კალენდარულ გეგმა“-ში.

                                                

  1. სადემონტაჟოსამუშაოთა რიგობრიობა და ეტაპები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტისსოფ. კვალითის საჯარო სკოლის შენობის დამხმარე ფლიგელების სადემონტაჟო სამუშაოები სრულდებაორ რიგად:

პირველი რიგი-მოსამზადებელისამუშაოები.

მეორე რიგი-დემონტაჟისძირითადი სამუშაოები.

მოსამზადებელ პერიოდშისრულდება შემდეგი სამუშაოები:

1)დროებითი ღობის  მოწყობა გოსტ 23407-78-ის თანახმად.

2)დროებითი შენობა-ნაგებობებისმოწყობა.

3)შენობის შიგა ქსელებისგამორთვა გარე საკომუნიკაციო ქსელებიდან.

4)მტვრისგან და ხმაურისგანდამცავი ღონისძიებების განხორციელება.

5)სახიფათო ზონების შემოღობვა;ამკრძალავი, გამაფრთხილებელი ნიშნების და სიგნალების მოწყობა.

6) დროებითი სასაწყობომოედნების მომზადება

ძირითად პერიოდშიხორციელდება დამხმარე ფლიგელების დემონტაჟი ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში. სადემონტაჟოსამუშაოები შემდეგ ეტაპებად:

Iეტაპი -სახურავის დემონტაჟი(ორივე ფლიგელის);

IIეტაპი- III სართულის დემონტაჟი(სამსართულიანის) და II სართულის დემონტაჟი (ორსართულიანის);

IIIეტაპი - II სართულისდემონტაჟი (სამსართულიანის) და I სართულის დემონტაჟი (ორსართულიანის);

IVეტაპი- I სართულის დემონტაჟი(სამსართულიანი, სარდაფის სართული) და საძირკვლების დემონტაჟი (ორსართულიანის);

Vეტაპი- საძირკვლებისდემონტაჟი (სამსართულიანის).

სადემონტაჟო სამუშაოებისწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“, „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“ ელემენტური დაშლისადა გამსხვილებული ბლოკებით დაშლის მეთოდებით, დემონტაჟის ტექნოლოგიის შესაბამისად.

თითოეულ სადემონტაჟოსართულზე სადემონტაჟო სამუშაოები სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)კომუნიკაციების,იატაკების,შეკიდულიჭერების დემონტაჟი;

ბ)ტიხრების,კარებებისადა ფანჯრების დემონტაჟი;

გ)მზიდი კონსტრუქციებისდემონტაჟი.

მზიდი კონსტრუქციებისდემონტაჟი თითოეულ სართულზე სწარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა)გადახურვის კონსტრუქციების(ფილა, ხე) და კიბის დემონტაჟი;

ბ)აგურის და ბლოკის  მზიდი კედლების, ზღუდარების და ანტისეისმური სარტყელისდემონტაჟი.

  1. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები

შენობის სადემონტაჟოსამუშოთა წარმოებისას მკაცრად უნდა იქნას დაცული სადემონტაჟო სამუშაოთა ტექნოლოგიურითანამიმდევრობა.

სადემონტაჟო სამუშაოებისდაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან ყველა შიგა კომუნიკაცია (დენი,წყალი,კანალიზაცია,გაზიდა სხვა).

მზიდი კონსტრუქციებისდემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მათი ტექნიკური მდგომარეობა,განლაგებადა მაქსიმალური წონა.

მხოლოდ ამის შემდეგარის ნებადართული დემონტაჟის დაწყება.

სადემონტაჟო სამუშაოებისწარმოებს „ზემოდან-ქვემოთ“ ანუ „სახურავიდან-საძირკვლების ჩათვლით“ შენობის სართულებისმიხედვით, ამასთანავე ქვედა სართულზე დემონტაჟის დაწყება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ ვერტიკალურ სიბრტყეში მისი ზედა სართული მთლიანად დემონტირებულია.

ყველა კონსტრუქციადემონტაჟის დაწყებამდე უნდა გაშიშვლდეს.

სამუშაოთა წარმოებისპროექტში დამუშავდეს ანაკრები მზიდი კონსტრუქციების ელემენტური დაშლის დეტალური მეთოდებიდა ტექნოლოგიური თანამიმდევრობა. სართულებზე პირველ რიგში დემონტირებული იქნას ავარიულმდგომარეობაში მყოფი ანაკრები კონსტრუქციები დემონტაჟის ტექნოლოგიის სრული დაცვით.

სადემონტაჟო სამუშაოებიელემენტების შესაბამისად სწარმოებს შემდეგნაირად:

საინჟინრო ქსელებისდაშლის დროს ხდება მათი დანაწევრება დაჭრით. შეერთებების დაშლა შესაძლებელია ხელისჩაქუჩებით.

იატაკების დემონტაჟი უნდა მოხდეს ელემენტურად ხელით,მცირე მექანიზაციისა და ხელის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ტიხრების,კარებების,ფანჯრების,სახურავისდემონტაჟი ხორციელდება ხელით,ელემენტური დაშლით.

 აგურის და ბლოკის მზიდი კედლებისა და ტიხრების დემონტაჟიხორციელდება ორი მეთოდით:

1) ელემენტური დაშლისგზით-მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი აგურის და ბლოკის კედლების და ტიხრების დემონტაჟი

2) გამსხვილებულბლოკებად დაშლის გზით- მეორადი გამოყენებისთვის უვარგისი ბლოკის კედლების და ტიხრებისდემონტაჟი.

შენობის II დაIII სართულებზე აკრძალულია ბლოკის კედლების და ტიხრების დანგრევა პირდაპირი მონგრევისგზით (გადახურვის კონსტრუქციების შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად).

საძირკვლების მონგრევახორციელდება ხელით, პნევმატური ჩაქუჩების გამოყენებით.

გამსხვილებულ ბლოკებადდაშლის შემთხვევაში ამ ბლოკების დემონტირება და ტრანსპორტირება მიწამდე ხორციელდებასაავტომობილო ამწით,ტვირთამწეობით 25ტნ.

გადახურვის ფილებისდემონტაჟი ხორციელდება ელემენტური დაშლის მეთოდით შემდეგნაირად:

1) ხდება გადახურვისფილების პირაპირებისა და სარტყელების ბეტონის შრის დაშლა ხელით,სანგრევი ჩაქუჩით.

2) ხდება ფილისდაჭერა ამწით ბაგირჩამჭიდების მეშვეობით.

3) სარტყლის არმატურისკარკასის ჩაჭრის შემდეგ განთავისუფლებული კონსტრუქცია საავტომობილო ამწით ბაგირჩამჭიდებისსაშუალებით დემონტირდება სასაწყობო ადგილზე ან ავტომანქანაზე (გასატანად).

სამშენებლო ნაგვისაღება ხორციელდება  ექსკავატორით ჩამჩის ტევადობით0,5მ3. ნაგვის გატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით.

ობიექტის მეპატრონისგადაწყვეტილების შემთხვევაში მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალები,დეტალები დაკონსტრუქციები დასაწყობდება დროებით სასაწყობო მოედნებზე.

სკოლის შენობისდამხმარე ფლიგელების  სადემონტაჟო სამუშაოები(ანაკრებიკონსტრუქციების დემონტაჟი;ბლოკის და აგურის კედლების და ტიხრების გამსხვილებული ბლოკებისდემონტაჟი;მძიმე დეტალებისა და ნაკეთობების დემონტაჟი;ვარგისი მასალების ჩამოღება;სამშენებლონაგვის ჩამოღება და სხვ.) ხორციელდება საავტომობილო ამწის გამოყენებით, ტვირთამწეობით25 ტნ.

სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას ამწე მოძრაობსდამხმარე ფლიგელების გრძივი კონტურის გასწვრივ გარედან, მიბმით 5,0 მეტრზე.

საავტომობილო ამწე მუშაობს როგორც ისრულ, ასევე ისრულ-ბატიყელიანშესრულებაში.

სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება სართულებიდან ხორციელდებადახურული ღარების და ბუნკერების მეშვეობით.

სამუშაოთა წარმოებისასდაცული უნდა იქნას სნდაწ - III-4-80*-ის მოთხოვნები.

დემონტაჟის მწარმოებელი ორგანიზაციის მიერ სადემონტაჟოსამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს დამხმარე ფლიგელების მოსაზღვრედგანლაგებული არასადემონტაჟო

სამსართულიანი შენობის (გრძივი ფლიგელი) საძირკვლებისგანლაგების დონე და მათი ტექნიკური მდგომარეობა და მიღებულ იქნას აუცილებელი ზომებიმათი დაზიანებისგან დასაცავად.

VI.საჭირო მანქანა-მექანიზმებიდა ტრანსპორტი

სკოლის შენობისდამხმარე ფლიგელების სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემდეგი მანქანა-მექანიზმებიდა ტრანსპორტი:

  1. საავტომობილოამწე, ტვირთამწეობით 25ტნ. -1 ცალი
  2. ექსკავატორი„უკუჩამჩა“, ტევადობით 0,5მ3-1ცალი
  3. მოძრავიკომპრესორი-1ცალი
  4. ავტოთვითმცლელები-3ცალი
  5. ბორტულიავტომანქანა-3ცალი
  6. ავტოდამტვირთავი-1ცალი

დემონტაჟისათვის აუცილებელია ასევე შემდეგი მცირე მექანიზაციის საშუალებებიდა ინვენტარი:                              

  1. მცირემექანიზაციის საშუალებები-2კომპლექტი
  2. პნევმატურისანგრევი ჩაქუჩები-2ცალი
  3. ელექტროსანგრევიჩაქუჩები-2ცალი
  4. ელექტრულიჭრის მექანიზმი-2ცალი
  5. ინვენტარულიხარაჩოები-200მ2

VII. უსაფრთხოებისტექნიკა

ყველა სადემონტაჟო სამუშაო უნდა შესრულდეს სნდაწ - III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“-ის მოთხოვნებისმკაცრი დაცვით, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოთხოვნების მკაცრი დაცვით.

სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად უნდადამუშავდეს „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტი“, რომელშიც დეტალურად იქნებამოცემული სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები და უსაფრთხოების ღონისძიებები.

სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე შენობის შიგა კომუნიკაციები(დენი, წყალი, კანალიზაცია, გაზი და სხვა) უნდა გამოირთოს გარე ქსელებიდან.

ანაკრები კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლადუნდა დაზუსტდეს მათი წონები, განლაგება და ტექნიკური მდგომარეობა. სადემონტაჟო სამუშაოებისწარმოებისას წარმოშობილი სახიფათო ზონების საზღვრები სადემონტაჟო შენობის კონტურიდანშეადგენს 5,მ-ს.

დროებითი შემოღობვისმოწყობის საკითხები დეტალურად გადაწყდეს უშუალოდ ადგილზე, დემონტაჟის განმახორციელებელიორგანიზაციის მიერ.

სადემონტაჟო სამუშაოებისწარმოებისას აკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სკოლის ტერიტორიაზე და განსაკუთრებითკი დემონტაჟის სახიფათო ზონებში.

დემონტაჟის სახიფათოზონების მოცემული რადიუსი დაზუსტდეს სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტში  ან ადგილზე უშუალოდ სამუშაოთა დაწყების წინ.

ყველა მუშა და ინჟინერ-ტექნიკურიპერსონალი სამუშაოთა წარმოებისას აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური უსაფრთხოების

კომპლექტით (უსაფრთხოებისქამრები, რეზინის ფეხსაცმელები, ხელთათმანები, ჩაფხუტები და სხვა). აკრძალულია სადემონტაჟოსამუშაოებზე მუშათა დაშვება დამცავი ჩაფხუტის,უსაფრთხოების ქამრების, რესპირატორებისადა დამცავი სათვალეების გარეშე.

აკრძალულია მანქანა-მექანიზმებისმუშაობა უშუალოდ მოქმედი ელ. გადამცემი ხაზების ქვეშ.

მოქმედი ელ.გადამცემი ხაზების სიახლოვეს მანქანა-მექანიზმებისმუშაობა დასაშვებია მხოლოდ დამშვები განწესის საფუძველზე.

სადემონტაჟო სამუშაოებზედასაქმებულებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს სისტემური სწავლება უსაფრთხოების ტექნიკისსაკითხებში. მხოლოდ ამ სწავლებების შემდეგ არის ნებადართული მათი დაშვება სადემონტაჟოსამუშაოებზე.

სკოლის დამხმარეფლიგელების  სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისასაკრძალულია უცხო ადამიანთა ყოფნა სახიფათო ზონაში.

ყოველი მომუშავე სამუშაოს წარმოებისას უნდა იმყოფებოდესუშუალოდ თავის სამუშაო ადგილზე, მოერიდოს სახიფათო ზონებში ყოფნას და სიარულს, დაემორჩილოსამკრძალავ, გამაფრთხილებელ და მიმთითებელ ნიშნებს. სამუშაოები უნდა სწარმოებდეს უშუალოდსამუშაოთა მწარმოებლის მეთვალყურეობით.

თითოეულ სართულზესადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას აკრძალულია ადამიანთა ყოფნა ამ სადემონტაჟო სართულისქვემოთ განლაგებულ სართულებზე.

სამშენებლო ნაგვისგატანა ხორციელდება ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე. სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოებისასმიღებული უნდა იქნას ზომები და შემუშავდეს ღონისძიებები გარემოსა და გარშემომყოფთადასაცავად მტვრისგან და ხმაურისგან.


პირობა
  1. აუქციონში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებსრომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივთ ვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია და აქვს მსგავსი ტიპის შესრულებული სამუშაოს გამოცდილება ან სამშენებლო სამუშაოების გამოცდილება.
  2.   აუქციონის დასრულებამდე  ქონების  დათვალიერება  შესაძლებელია პრივატიზები

 გამახორციელებელ ორგანოსთან  შეთანხმებით.

  1.  გადახდილი  „ბე“  მყიდველს ეთვლება ანგარიშსწორებისას.
  2.  აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს: შენობა–ნაგებობის დემონტაჟი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 3 (სამი)თვეში. სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები. გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მეორადი მასალების, სამშენებლო ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან და არსებული ტერიტორიის მოწესრიგება.
  3. ინტერნეტაუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო სრული ღირებულება, გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან  არაუმეტეს 10კალენდარული დღის ვადაში . (ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონის დასრულების დღიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში).  ქონების საბოლოო სრული ღირებულების  სრულად დაფარვამდე, გამარჯვებულ პირს არ მიეცემა სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებაზე თანხმობა. საპრივატიზებო თანხის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობით, აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი „ბე“ უკან არ უბრუნდება. ქონების სრული ღირებულების დაფარვის შემდგომ, განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების(პირობების) შეუსრულებლობისათვის აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე  ქონების საბოლოო სრული ღირებულების 0,05 % ის ოდენობით.
  4. დემონტაჟის შემსრულებელმა ორგანიზაციამ ფლიგელების მზიდი კონსტრუქციების დემონტაჟის დაწყებამდე აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული მიუროს მიერ არასადემონტაჟო 3 სართულიანი გრძივი ფლიგელის საძირკვლების განლაგების დონის და ტექნიკური მდგომარეობის, ასევე სხვა მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა.
  5. სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მხარეებს შორის გაფორმებული საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტით.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.