ამობეჭდვის თარიღი: 03.05.2025 03:44:04
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩის N 5-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 55.86 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი
განაცხადის #:96957NMW98756124
აუქციონის #: 96957
ლოტის #: 987561
დაწყება/დასრულება: 04/06/2024 15:00 - 23/06/2024 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1553.00GEL
დასრულების დრო: 23.06.2024 17:00:00
გაყიდვის ფასი : 17083.0000 GEL
საწყისი ფასი: 15530.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1553.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი,აღმაშენებლის ქ#1
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქვეყანასაქართველოქალაქიჩხოროწყუ
ქუჩა(დასახელება/ნომერი)კოსტავას ქუჩა N 5კონდიციონერი-
ბრძანების ნომერი110.110241506საკადასტრო კოდი46.02.43.012.01.506
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
გადახდის პერიოდი15ტელეფონის ნომერი599 85 66 07
;
აღწერილობა
აღწერილობაჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში კოსტავას ქუჩის N 5-ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე  არსებული 55.86 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება ხდება  უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“ (აგრეთვე მიმაგრებულია ფაილი), ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები“, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები.


 ყურადღება!


ელექტრონული აუქციონის ფორმით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.

იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი „ ბე“-ს ნაცვლად წარმოადგენს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის ვადას. 

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები.

აუქციონში გამარჯვების პირობაა  მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე  შეძენილი ქონების ღირებულება  სრულად  გადაიხდოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან  15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონული აუქციონი ჩატარდება ვებგვერდზე www.eauction.ge

აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დაათვალიეროს საპრივატიზებო ობიექტი. 

 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი ან/და პირობები.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს  საკონტაქტო პირს  გოჩა ჩიქოვანს, მობ: 599 85 66 07   (მის: ქ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ.№1,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია).

მოკლე აღწერილობაარასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი
პირობა

;