ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 14:39:18
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს "თრიფფლენერი"-ს კუთვნილი ვებ-პლატფორმა და ელექტრონული ტექნიკა
განაცხადის #:158989YPO95492224
აუქციონის #: 158989
ლოტის #: 954922
დაწყება/დასრულება: 16/01/2024 15:00 - 26/01/2024 17:50
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1475GEL
მიმდინარე ფასი : 29508 GEL
საწყისი ფასი: 29508 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 295 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს თრიფფლენერი
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ნ. ყიფშიძის ქ., N 20, ბ. 5
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნ. ყიფშიძის ქ., N 20, ბ. 5ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი10საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა30
ფასი ფასდაკლებამდე59016ტელეფონის ნომერი593529495
;
აღწერილობა
აღწერილობა

შპს "თრიფფლენერი"-ს (ID 405169240) სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

tripplanner.ge-ს პროგრამული კოდი;
დომენი "tripplanner.ge";
ვებ-გვერდი "tripplanner.ge";
ფეისბუქ გვერდი "tripplannergeorgia";
ინსტაგრამ გვერდი "tripplanner_georgia";
ტრიპ ედვაიზორის პროფილი "Tripplanner.ge";
სმარტფონი Xiaomi Redmi 6A Dual Sim 2GB RAM 32GB LTE Global Version (მუშა მდგომარეობაში, ერთი ერთეული);
ლეპტოპი Notebook/ Asustek/ Asus X541U 15.6" Black I3 6006U,4GB, 500GB, DVD+RW, Graphics 520 (მუშა მდგომარეობა დაუდგენელია, ერთი ერთეული);

ასევე, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.

Tripplanner.ge წარმოადგენს ვებ-პლატფორმას, რომელიც შექმნილია მოგზაურობის მოყვრულთათვის. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ინფორმაციას სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ, დაგეგმონ და შეიძინონ ინდივიდუალური ტურები ან აირჩიონ გეოგრაფიული თუ თემატური კატეგორიის მიხედვით დალაგებული ტურები.

Tripplanner.ge-ის მთავარი პროდუქტი არის ინდივიდუალური ტურის დაგეგმვის ინსტრუმენტი, რომელიც მოგზაურს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს რისი ნახვა სურს, რომელ მარშრუტს აირჩევს და სად დააგემოვნებს ქართულ კერძებს.

აღნიშნული ტურის დაგეგმვის ოფცია მომხმარებლისათვის აკეთებს სრულ კალკულაციას და აძლევს ინფორმაციას მარშრუტების, კილომეტრების,  ღირსშესანიშნაობების, ტურისტების ჯგუფის რიცხობრიობის, გიდებისა და სხვა დამატებითი მომსახურეობის, აგრეთვე ტურის სრული ღირებულების შესახებ.

მოკლე აღწერილობა

აუქციონზე გამოტანილია "შპს თრიფფლენერი"-ს (ID 405169240) მთლიანი აქტივი.

ქონება უფლებრივად უნაკლოა, გარდა მასზე რეგისტრირებული გირავნობისა, რომელიც შეწყდება აუქციონის პირობებით (იხ. პირობის მე-4 პუნქტი) გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ - ლევან წულაია ტელ: 571047337.

პირობა

1. გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად გთხოვთ მიმართოთ - ლევან წულაია ტელ: 571047337, ან ელ-ფოსტაზე - info@startup.gov.ge.

2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

3. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.

4. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ შპს "თრიფფლენერი"-ს კრედიტორის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამყიდველი უზრუნველყოფს საგანზე არსებული გირავნობის გაუქმებას.

5. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).

6. გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

;