ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 14:27:08
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს "დესკომი"-ის ვებ-პლატფორმა
განაცხადის #:159338YSA94341623
აუქციონის #: 159338
ლოტის #: 943416
დაწყება/დასრულება: 28/11/2023 15:00 - 08/12/2023 17:50
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3690GEL
მიმდინარე ფასი : 36939 GEL
საწყისი ფასი: 36939 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 369 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს დესკომი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გოგებაშვილის ქუჩა, N 50 , N 50ა , რჩეულიშვილი (ყოფ. სევასტოპოლი), N3 , ბინა N23
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საქართველო, ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გოგებაშვილის ქუჩა, N 50 , N 50ა , რჩეულიშვილი (ყოფ. სევასტოპოლი), N3 , ბინა N23ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი10ფასი ფასდაკლებამდე73878
ტელეფონის ნომერი593529495
;
აღწერილობა
აღწერილობა

შპს "დესკომი"-ს (ID 405199903)  სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

deskomy.com-ს პროგრამული კოდი;
დომენი "deskomy.com";
ვებ-გვერდი "deskomy.com";
ფეისბუქ გვერდი "deskomy";
ინსტაგრამ გვერდი "deskomy";

ასევე, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.

deskomy.com პერსონალური კომპიუტერის დესკტოპის ონლაინ პროტოტიპია, ონლაინ ქლაუდ პლატფორმა, რომლის ფუნქციაც განსაზღვრულია საკუთარ ფაილებზე წვდომით ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროსა და ადგილას. ის შესაძბელებლს ხდის მომხმარებლებმა მარტივად ატვირთონ და შეინახონ თავიანთი ფაილები.

deskomy.com გააჩნია შემდეგი სახის ფუნქციონალი:

• მომხმარებლების რეგისტრაცია/ავტორიზაცია
• ნებისმიერი სახის ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვა
• ფოლდერების ატვირთვა/ჩამოტვირთვა
• ფაილების გაზიარების სისტემა
• ნებისმიერი სახის ფაილის ან ფოლდერის გაზიარება
• გაზიარების უფლებების მართვა (შეცვლის უფლება, ან მხოლოდ ნახვის უფლება)
• საოფისე ფაილებზე ერთობლივად მუშაობა
• ფოლდერებზე ერთობლივად მუშაობა (ფაილების წაშლა, სახელების შეცვლა, ახალი ფაილების დამატება)
• დესკტოპის პერსონალიზაცია
• ფერების შეცვლა/უკანა ფონის შეცვლა
• ფონტის და ხატულების ზომების შეცვლა
• ენის შეცვლა
• ფაილების წამკითხველი აპლიკაციები
• სურათების/ვიდეოების მნახველი
• Zip ფაილების გამხსნელი
• PDF/საოფისე ფაილების მნახველი
• მომხმარებლის ანგარიშზე არსებული სესიების მართვა
• ფაილების დედუპლიკაციის სისტემა რომელიც დესკომის სერვერებს უზოგავს მეხსიერებას
• მეხსიერების ყიდვის ფუნქცია - თვიური ან წლიური გამოწერით.

აღსანიშნავია რომ მომხმარებლების ფაილებთან ურთიერთობის გზა არ იცვლება. deskomy.com ქმნის ნაცნობ და პერსონალიზირებად დესკტოპის ინტერფეისს რომელსაც დიდი ხანია იყენებთ.

მოკლე აღწერილობა

აუქციონზე გამოტანილია შპს "დესკომი"-ს (ID 405199903) მთლიანი აქტივი.

ქონება უფლებრივად უნაკლოა, გარდა მასზე რეგისტრირებული გირავნობისა, რომელიც შეწყდება აუქციონის პირობებით (იხ. პირობის მე-4 პუნქტი) გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495.

პირობა

1. გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495, ან ელ-ფოსტაზე - info@startup.gov.ge.

2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

3. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.

4. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ შპს "დესკომი"-ს კრედიტორის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამყიდველი უზრუნველყოფს საგანზე არსებული გირავნობის გაუქმებას.

5. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).

6. გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

;