ამობეჭდვის თარიღი: 05.05.2025 09:03:54
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იყიდება დაბა ბაკურიანში მიწის ნაკვეთები ხის კოტეჯით და არასაცხოვრებელი შენობით
განაცხადის #:50688ETJ93470423
აუქციონის #: 50688
ლოტის #: 934704
საქმის ნომერი: 30
რაოდენობა: 4
დაწყება/დასრულება: 18/10/2023 17:00 - 30/10/2023 21:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 37600GEL
მიმდინარე ფასი : 125600 GEL
საწყისი ფასი: 125600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს აჭარის აქტივების მართვის კომპანია
მისამართი: საქართველო, ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის 37
ტელეფონი: 971-558500909
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)'დაბა ბაკურიანისაქმის ნომერი30
ქვეყანასაქართველოქალაქიბორჯომი
რაოდენობა4მიწის ფართობი(მ²)434
შენობის ფართობი(მ²)253.75საკადასტრო კოდი64.30.03.726 64.30.03.727 64.30.03.728 64.30.03.729
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი20საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://maps.gov.ge/map/portal#search/result/lr/bo/mg/getinfo.alpha?lbl=lr_parcels:AAArWyAAaAAONW9AAE , https://maps.gov.ge/map/portal#search/result/lr/bo/mg/getinfo.alpha?lbl=lr_parcels:AAArWyAAZAAOGjkAAD , https://maps.gov.ge/map/portal#search/result/lr/bo/mg/getinfo.alpha?lbl=lr_parcels:AAArWyAAjAAIA3mAAM , https://maps.gov.ge/map/portal#search/result/lr/bo/mg/getinfo.alpha?lbl=lr_parcels:AAArWyAAfAALvO5AAK ,
ზომის ერთეულიერთეულიფასი ფასდაკლებამდე157000
ტელეფონის ნომერი574300353
;
აღწერილობა
აღწერილობა

1) ს/კ 64.30.03.726 სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ერთსართულიან ხის შენობა-ნაგებობას.  საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობია 84.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1, საერთო ფართით-56.75 კვ.მ.

2) ს/კ 64.30.03.727 სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს.  საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობია 58.00 კვ.მ.

3) ს/კ 64.30.03.728 სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ერთსართულიან აგურის შენობა-ნაგებობას.  სახურავი ჩამოშლილია. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობია 224.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი, საერთო ფართით-197 კვ.მ.

4) ს/კ 64.30.03.729 სარეალიზაციო ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთზე დარჩენილია ხანძრის შედეგად განადგურებული შენობის საძირკველი.   საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მთლიანი მიწის ნაკვეთის ფართობია 68.00 კვ.მ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 06 მარტის ,,ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ №116 დადგენილების შესაბამისად ზემო აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, კერძოდ ბაკურიანის სარეკრეაციო ზონაში

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420


მოკლე აღწერილობა
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 4 (ოთხი) ერთეული უძრავი ქონება მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, ყოფილი ნადირმშენის მიმდებარე ტერიტორია

პირობა

1 თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს აჭარის აქტივების მართვის კომპანიის  საბანკო ანგარიშზე.

2 ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

3 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.
4 აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს საფასურის სრულად გადახდიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
5 ქონების დათვალიერება ნებისმიერ დროს განმკარგავი ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრების გარეშე.
6 უძრავი ნივთების საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება შემძენს.
7 ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გამოტანილ ქონებას არ მოყვება გარანტია.
8 აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 5 მაისის N103  ბრძანებით დამტკიცებული ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’
9 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს, მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

10. აუქციონის მონაწილე ვალდებულია, აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე შეამოწმოს უძრავი ნივთების უფლებისდამდგენი დოკუმენტები და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, ვინაიდან სხვა ნაკლი შესაძლოა არ იყოს გამყიდველისთვის ცნობილი.  აუქციონში გამარჯვებული არაა უფლებამოსილი ნაკლზე მითითების გამო მოშალოს ხელშეკრულება, მოითხოვოს ფასის შემცირება, ზიანის ანაზღაურება და ა.შ 

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;