ამობეჭდვის თარიღი: 04.05.2025 18:30:06
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს „საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“
განაცხადის #:79545JSX91874723
აუქციონის #: 79545
ლოტის #: 918747
დაწყება/დასრულება: 15/08/2023 16:00 - 25/08/2023 16:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 600.00GEL
დასრულების დრო: 25.08.2023 16:00:00
გაყიდვის ფასი : 2200.0000 GEL
საწყისი ფასი: 2000.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქედის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქედის რაიონი / კოსტავას 3
ტელეფონი: 971-599851244
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქედის რაიონი, დაბა ქედა, კოსტავას ქ.№2ქვეყანასაქართველო
ქალაქიქედაRs რუკის მხარდაჭერა-
წილის პროცენტი100გადახდის პერიოდი30
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45შეფასების თანხა2000
ტელეფონის ნომერი599851244
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და „ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №24 დადგენილების შესაბამისად.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს სრულად, ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობაქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური
ქონებრივი სიკეთის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ-446754245) 100%-იანი წილის,
მართვის უფლებით 29 წლის ვადით გადაცემაზე პირობიანი
ელექტრონული აუქციონი
პირობა

1. გამოცხადდეს პირობიანი ელექტრონული აუქციონი ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ-446754245) 100%-იანი წილის, მართვის უფლებით 29 წლის ვადით გადაცემაზე

2. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის აღწერილობა:

- წილის საწყისი მართვის უფლებით გადაცემის წლიური საფასურია: 2000 ლარი

- ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/“ბე“ შეადგენს: 600 ლარს

- „ბიჯი“-ს ოდენობა განსაზღვრულია - 200 ლარით

3. ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდება გამარჯვებული ემატება წილის საწყის მართვის უფლებით გადაცემის ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო წილის მართვის უფლებით გადაცემის ფასს.

4. აუქციონში გამარჯვებულს წინასწარ „ბე“-ს სახით გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბოლო წლის გადასახდელი მართვის უფლებით გადაცემის საფასურის ოდენობაში.

5. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაღალი ფასის შემოთავაზება.

6. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სრულად შეასრულოს შემდეგი სააუქციონო პირობები:

ა) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-3 ლიგაში;

ბ) უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლის ვადაში კლუბის ასპარეზობა მე-2 ლიგაში. კლუბმა უნდა შეინარჩუნოს წილის მართვისა და სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში (შესაბამისი მართვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ) არანაკლებ ლიგა 2-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ კლუბი დაქვეითდება ლიგა 3-ში, არაუგვიანეს დაქვეითებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს კლუბის ლიგა 2-ში დაბრუნება;

გ) უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის მუდმივად უეფა-ს და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების მიხედვით ფუნქციონირება;

დ) კლუბი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ჩემპიონატებში;

ე) ყოველწლიურად უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ აუდიტორული დასკვნების წარმოდგენა. დასკვნა გაცემული უნდა იყოს აუდიტორი/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი;

ვ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის (ამ შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) თანხმობის გარეშე შეცვალოს კომპანიის სახელი, ლოგო, გერბი ან/და სხვა სამართლებრივი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;

ზ) წილის მმართველს არ აქვს უფლება წილის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დათმოს/გაასხვისოს/განკარგოს წილის მართვის უფლება;

თ) წილის მმართველს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს/შეიძინოს ფეხბურთელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) აუქციონში გასმარჯვებულმა პირმა უზრუნველყოფს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ინვესტიცია მოიცავს: ფეხბურთელების და სხვა დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასით უზრუნველყოფას, ეკიპირების, მივლინებების, შეკრებების, ფეხბურთელთა მკურნალობის, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ხარჯებს, ამხანაგური თამაშების, საოპერაციო ხარჯების დაფინანსებასა და სხვა ხარჯებს, რაც მიმართული იქნება კლუბის განვითარებისათვის. ხოლო 29 წლის ვადაში განახორციელოს 4 350 000 (ოთხი მილიონ სამასორმოცდაათიათასი) გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი ლარის ოდენობის ინვესტიცია;

კ) მართვის უფლების მიღებიდან ყოველი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს სერტიფიცირებული აუდიტის (შემფასებლის) დასკვნა ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიციის (150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის) თაობაზე;

ლ) გამარჯვებულის მიერ აუქციონის პირობების ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში არამატერიალური ქონება (წილი) უბრუნდება მესაკუთრეს - ქედის მუნიციპალიტეტს ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე.

საწყისი ფასი 2000 (ორიათასი) ლარი

ერთი ბიჯის ღირებულება 200 (ორასი) ლარი

საგარანტიო თანხა - 600 (ექვსასი) ლარი

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ყურადღება! თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზითრომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირებირომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებადდადგენილი წესითგადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულადუპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიაარ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაშიელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულადუპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;