ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 07:38:37
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული 05.22.01.051 და 05.22.01.006 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულიარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH89421623
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 894216
დაწყება/დასრულება: 25/05/2023 17:00 - 31/05/2023 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 36000GEL
დასრულების დრო: 31.05.2023 12:00:00
გაყიდვის ფასი : 46350.0000 GEL
საწყისი ფასი: 45000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1350 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)60.39წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში თავდადებულის ქუჩის გასწვრივ მარცხენა მხარესბრძანების ნომერი01-02/230
მიწის ფართობი(მ²)484საკადასტრო კოდი05.22.01.051. 05.22.01.006
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა2024 წლის 01 იანვრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობაბათუმის ბულვარში მდებარე 60,39 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და 484 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში განკარგვაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
მოკლე აღწერილობა

ბათუმის ბულვარში, დემეტრე თავდადებულის ქუშიც გასწვრივ მარცხენა ხარეს 05.22.01.006 და 05.22.01.051 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული 60,39 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და 484 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი, შემდგომში საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის განთავსების მიზნით.

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08

პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2.   საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3.  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4.   აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2024 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

6.   აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

7.   აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

8. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის ამოქმედება;

9.   მოიჯარე ვალდებულია შეინარჩუნოს კვების ობიექტის პროფილი ხელშეკრულების მოქმედების  განმავლობაში;

10. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

11.  მოიჯარე ვალდებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით უზრუნველყოს პერიმეტრის დაცვა და დაამონტაჟოს ვიდეო სათვალთვალო კამერები, როგორც შიდა , ასევე გარე პერიმეტრზე;

12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, დაცვა და ყოველდღიური დასუფთავება, ხოლო დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა (მეიჯარესთან შეთანხმებით);

13.  მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა/რეგლამენტი, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“;

14.  მოიჯარე ვალდებულია ნებისმიერი სახის ვიზუალის ცვლილება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შეთანხმდეს სსიპბათუმის ბულვართან“;

15.  აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

17. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

18.  მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონების ფასადზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

19. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება;

20.  მოიჯარეს ეკრძალება სსიპბათუმის ბულვარის“  თანხმობის გარეშე   განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები;

21. სარგებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება  აღირიცხება თვითმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრებად და მოსარგებლეს არ  აუნაზრაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები;

22.  მეიჯარე უფლებამოსილია  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს სარგებლობით გადაცემული ქონება;

23. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, იჯარით აღებული ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სსიპ „ბათუმის ბულვარს“  შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვისმეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც;

24.   მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ:

24.1. გამარჯვებული დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს;

24.2. განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს სარგებლობით გაცემულ ქონებას,  რითაც ზიანი ადგება მეიჯარეს;

24.3. გაფრთხილების   მიუხედავად, ხელშეკრულების       პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობიოს შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;

;