|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებული 05.22.01.051 და 05.22.01.006 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებულიარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH89219123 აუქციონის #: 39307 ლოტის #: 892191 დაწყება/დასრულება: 23/05/2023 17:00 - 29/05/2023 12:00 ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 36000GEL
მიმდინარე ფასი :
45000 GEL
საწყისი ფასი: 45000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1350 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი" მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000 ტელეფონი: 995-422278808 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქალაქი | ბათუმი | კვადრატულობა(მ²) | 60.39 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ბათუმის ბულვარში თავდადებულის ქუჩის გასწვრივ მარცხენა მხარეს | მიწის ფართობი(მ²) | 484 | საკადასტრო კოდი | 05.22.01.051. 05.22.01.006 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2024 წლის 01 იანვრამდე | ტელეფონის ნომერი | 0422 27 88 08 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ბათუმის ბულვარში მდებარე 60,39 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და 484 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში განკარგვაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი |
მოკლე აღწერილობა | ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ბათუმის ბულვარში, დემეტრე თავდადებულის ქუშიც გასწვრივ მარცხენა ხარეს 05.22.01.006 და 05.22.01.051 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული 60,39 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და 484 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი, შემდგომში საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის განთავსების მიზნით. ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08 |
პირობა | 1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში; 2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად; 3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება; 4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2024 წლის 01 იანვარმდე საფასურს; 5. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი; 6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 7. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან; 8. მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტის ამოქმედება; 9. მოიჯარე ვალდებულია შეინარჩუნოს კვების ობიექტის პროფილი ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; 10. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად; 11. მოიჯარე ვალდებულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით უზრუნველყოს პერიმეტრის დაცვა და დაამონტაჟოს ვიდეო სათვალთვალო კამერები, როგორც შიდა , ასევე გარე პერიმეტრზე; 12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, დაცვა და ყოველდღიური დასუფთავება, ხოლო დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა (მეიჯარესთან შეთანხმებით); 13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა/რეგლამენტი, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექნიკური რეგლამენტი – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“; 14. მოიჯარე ვალდებულია ნებისმიერი სახის ვიზუალის ცვლილება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე შეთანხმდეს სსიპ „ბათუმის ბულვართან“; 15. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება; 16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში; 17. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე; 18. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონების ფასადზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“; 19. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება; 20. მოიჯარეს ეკრძალება სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანხმობის გარეშე განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე ან კაპიტალური სახის სამუშაოები; 21. სარგებლობის პერიოდის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება თვითმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრებად და მოსარგებლეს არ აუნაზრაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები; 22. მეიჯარე უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს სარგებლობით გადაცემული ქონება; 23. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, იჯარით აღებული ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც; 24. მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ: 24.1. გამარჯვებული დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს; 24.2. განზრახ ან გაუფრთხილებლობით აუარესებს სარგებლობით გაცემულ ქონებას, რითაც ზიანი ადგება მეიჯარეს; 24.3. გაფრთხილების მიუხედავად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობიოს შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება; |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |