ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 17:46:34
კატეგორია: სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზენში მდებარე 101800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:00076BV123
აუქციონის #: 00076
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2023051577501
დაწყება/დასრულება: 18/05/2023 12:00 - 16/06/2023 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 37000GEL
დასრულების დრო: 16.06.2023 17:00:00
გაყიდვის ფასი : 124000.0000 GEL
საწყისი ფასი: 123000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზენისაქმის ნომერი2023051577501
ბრძანების ნომერი1/1-2902ქვეყანასაქართველო
ქალაქიხობისაკადასტრო კოდი45.12.22.183
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFFuAtJ73knNJmiUohoBiFupg890HPxpodqr5X0Kew20I
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

 შენიშვნა


1.  საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილზე (2437კვ.მ და 1502 კვ.მ) ვრცელდება სერვიტუტის უფლება. 


2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული N45.00.240 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის მომავალმა მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილება და ,,გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. ამასთან,  მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოება უნდა განხორცილდეს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2023 წლის 13 თებერვლის N1-138 წერილის მოთხოვნათა სრული დაცვით. 


ყურადღება!

1.აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2.ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით,  ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში

მოკლე აღწერილობა
101800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი


ყურადღება!  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს:       უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი);  იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება. 

პირობა

ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია 

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუმეტეს 18  (თვრამეტი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ნივთის განვითარება (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს)  საპრივატიზებო უძრავი ნივთის ფართობის არანაკლებ 60%-ზე ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი ნარგავების (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკების/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) გაშენებას (რაც არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო თვითმავალი სპეცტექნიკის/მანქან(ებ)ის შეძენას) და ინფრასტრუქტურის (რაც შესაძლოა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესერით ან/და საირიგაციო სისტემ(ებ)ით უზრუნველყოფას) მოწყობას.).


გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 33000 ლარის ოდენობის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში  (მიმაგრებულ ფაილებში ) 

1) აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონებს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. 
      ამასთან,  აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


2) საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

;