ამობეჭდვის თარიღი: 12.05.2025 07:26:04
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.23.06.010, ნაკვეთი №15) 2.00 კვ.მ მიწის (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების - ხატვის, პორტრეტის შექმნის კუხის მოწყობის/განთავსების მიზნით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა
განაცხადის #:9IMF1123
აუქციონის #: 9
ლოტის #: 11
დაწყება/დასრულება: 17/05/2023 16:00 - 31/05/2023 14:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 31.05.2023 14:00:00
გაყიდვის ფასი : 415.0000 GEL
საწყისი ფასი: 400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 15 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ცენტრალური პარკი
ბრძანების ნომერიბ14. 1423137001მიწის ფართობი(მ²)2
Rs რუკის მხარდაჭერა-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
სარგებლობაში გადაცემის ვადა365ტელეფონის ნომერი577 925224
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალურ პარკ“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.23.06.010, ნაკვეთი 15)  2.00 კვ.მ მიწის  (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების -  ხატვის, პორტრეტის შექმნის კუხის  მოწყობის/განთავსების მიზნით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემ

სარგებლობაში გადაცემის ვადა: 01 (ერთი) წელი

1 (ერთი) წლის  საწყისი სარგებლობის საფასური : 400,0 ლარი

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება განკარგულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე განკარგული ქონების სრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქონების სარგებლობის  სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ,,ბათუმის ცენტრალურ პარკ“-ს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 05.23.06.010, ნაკვეთი 15)  2.00 კვ.მ მიწის  (თანდართული სიტუაციური გეგმის მიხედვით) კომერციული საქმიანობის განხორციელების -  ხატვის, პორტრეტის შექმნის კუხის  მოწყობის/განთავსების მიზნით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემ


პირობა

სააუქციონო პირობები:

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/„ბე“ განისაზღვროს ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის 50 %-ის ოდენობით.

2. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „ბე“ ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის მთელი წლის სარგებლობის საფასურს.

3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობის საფასურის სრულად გადახდა განახორციელოს შემდეგ ვადაში:

) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან პირველი 25%-ის გადახდა 2023 წლის 01 ოქტომბრამდე;

) გადასახდელი სრული სარგებლობის საფასურიდან მეორე 25%-ის გადახდა 2023 წლის 30 დეკემბრამდე.

4. სარგებლობის ვადა: 1 (ერთი) წელი

5. „ბათუმის ცენტრალურ პარკში“ და მომიჯნავე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება შემდეგი კომერციული საქმიანობების განხორციელების მიზნით:

ა) ტირის მოწყობის მიზნით;

ბ) ბრენდირებული ქართული და უცხოური ყავის, ნაყინის (მათ შორის ჩამოსასხმელის), მინერალური, სასმელი წყლის და გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციო ობიექტების განთავსების მიზნით;

გ) საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი ნივთების სარეალიზაციოდ ობიექტების განთავსების მიზნით;

დ) ხატვის, პორტრეტის შექმნის კუხის მოწყობის/განთავსების მიზნით;

ე) ყავის, ნაყინისა და ბატი-ბუტის სარეალიზაციო ობიექტის განთავსების მიზნით;

ვ) ფოტო მომსახურების კუთხის სივრცის მოწყობის მიზნით;

ზ) გასართობი აპარატების განთავსების მიზნით;

თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელები.

6. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოფს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების ან/და სხვა უფლებების მოპოვებას.

7. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად.

8. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.

9. თითოეულ ლოტზე აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

10. ლოტის შესაბამისად (ტირის მოწყობის მიზნით) მოიჯარე ვალდებულია სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის გამოყენებისას სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში დაიცვას უსაფრთხოების ნორმები - სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების ან/და სხვა უფლებების მოპოვება.

11. აუქციონში გამარჯვებული, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმების მიზნით.

12. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/„ბე“-ს თანხა არ უბრუნდება.

13. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

14. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ (გამონთავისუფლებულ) მდგომარეობაში.

15. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება.

16. მოიჯარეს უფლება არ აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან წინასწარი თანხმობის გარეშე საიჯარო ქონება.

17. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განათავსოს მესამე პირის რეკლამა.

18. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება.

;