ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 17:09:30
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალშენში დამატებითი სალიცენზიო პირობებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება „ტუფობრექჩია“
განაცხადის #:5CYJ123
აუქციონის #: 5
ლოტის #: 1
რაოდენობა: 219564
დაწყება/დასრულება: 05/06/2023 12:00 - 05/06/2023 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 37 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 25200GEL
დასრულების დრო: 05.06.2023 18:30:00
გაყიდვის ფასი : 339011.0000 GEL
საწყისი ფასი: 72130 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 7213 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ქალაქიხელვაჩაურიქვეყანასაქართველო
რაოდენობა219564ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალშენი
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი2273510
;
აღწერილობა
აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510(137);  577 90 60 26 ლელა ზოიძე.
მოკლე აღწერილობა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალშენში დამატებითი სალიცენზიო პირობებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება „ტუფობრექჩია“

მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა შეადგენს  219 564 3.

ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი.

საგარანტიო თანხა  მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

პირობა

ა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით;

ბ. ობიექტის დამუშავება განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისადმი მირებული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით, საფეხურევრივად ჰიფსომეტრული ნიშნულიდან დაბლისაკენ (ზემოდან ქვემოთ),

გ. ობიექტის ექსპლოატაციის პერიოდში მოხსნილი ფუჭი ქანის დასაწყობდეს, რათა გამოირიცხოს ფუჭი ქანის ჩაყრა მდინარის ხეობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მდინარის შეგუბება და ასევე ქვათაცვენისა და ღვარცოფული პროცესების განვითარება.

დ. ობიექტის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით დამუშავების შემთხვევაში შერჩეული უნდა იქნას მუხტების ოპტიმალური სიდიდე, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს აფეთქებისაგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.

ე. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით გათვალისწინებულ ნორმას;

ზ. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კოორდინატების თვალსაჩინოდ მონიშვნა;

თ. ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

ი. ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით;

კ. ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანამექანიზმების გაჩერება და დგომა;

ლ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

მ. ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

. დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები;

პ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ მე-16 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში წარადგინოს ტრანსპორტის შესასვლელი და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში;

ჟ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

რ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებამდე სალიცენზიო ობიექტის მიმდებარედ 30 -35 მეტრში განლაგებულ შენობაში (ს/კ 22.23.03.200) მცხოვრებ 4 (ოთხი) ოჯახს საკუთრების უფლებით გადასცეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ასევე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მდებარე შენობის (ს/კ 22.23.03.200) დაზიანების შემთხვევაში, უზრუნველყოს ქონების მესაკუთრისათვის (სახელმწიფო) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიისის მაძიებელირომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან  არაუგვიანეს15 კალენდარულიდღისვადაში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

ბეუკანდაბრუნებასარექვემდებარებათუ:

. გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

. მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დაადებს მინიმუმ ერთ ბიჯს).

;